03:00 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დედაქალაქის მერი სოციალური საწარმოს - „მზიურის კაფეს“ წლიური ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო
არჩილ თალაკვაძე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

სიახლეები

 თბილისის მერმა ანსამბლ ,,რუსთავს’’ 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით მადლობის სიგელი გადასცა

თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილესთან სოფიო ხუნწარიასთან ერთად თბილისის საკრებულოში, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ ,,რუსთავის’’ 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ მიღებას დაესწრო.

 

დედაქალაქის მერმა ანსამბლს ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მადლობის სიგელი გადასცა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ მადლობის სიგელები  - ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელს ანზორ ერქომაიშვილს და მთავარ ქორეოგრაფს ფრიდონ სულაბერიძეს.

 

„მინდა ანსამბლ „რუსთავს“ 50 წლის იუბილე მივულოცო. სიტყვები არ მყოფნის, გადმოვცე ის ემოცია, რაც ახლა ვნახეთ და მოვისმინეთ. ეს არის ანსამბლი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ გააქვს ჩვენი მრავალფეროვანი კულტურა; თითოეული ქართველისთვის საამაყო ჩვენი ხალხური საიმღერა და ცეკვა. 50 წელი არც ძალიან ცოტაა და არც ძალიან ბევრი. მინდა ვუსურვო მათ კიდევ დიდი წარმატებები, რათა თაობებს გადასცენ ის ქართული სულისკვეთება, რაც ჩვენს ცეკვასა და სიმღერაშია“, - განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

ღონისძიებაზე ანსამბლის წევრებმა რამდენიმე საცეკვაო და მუსიკალური ნომერი შეასრულეს. ამასთან, ,,რუსთავმა" საკრებულოს საჩუქრად საიუბილეო ანთოლოგია გადასცა, რომელშიც 400 ქართული ხალხური სიმღერაა შესული.

 

ღონისძიებას თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი უძღვებოდა. მიღებას საკრებულოს წევრები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკური ზრდა საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში

12 აპრ 2021კვირის გრაფიკი

2020 წელს 6%-იანი კლების შემდეგ 2021 წელს საქართველოში მშპ-ს 3.5%-იანი ზრდა არის პროგნოზირებული. აღნიშნული მონაცემით, საქართველოში მშპ-ს ზრდა 2021 წელს 0.6 პროცენტული პუნქით ჩამორჩება ევროპის საშუალო...

კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი

5 აპრ 2021კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო პოლიტიკის სიმკაცრის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით ბოლო სამ თვეში...

უცხოური ინვესტიციების დინამიკა

29 მარ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველოში შემოსული 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 617 მლნ აშშ...