22:03 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
რამდენად დივერსიფიცირებულია საქართველოს საგარეო სექტორი?
თბილისის მერმა ანსამბლ ,,რუსთავს’’ 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით მადლობის სიგელი გადასცა

სიახლეები

 დედაქალაქის მერი სოციალური საწარმოს - „მზიურის კაფეს“ წლიური ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო

 

თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად, სოციალური საწარმოს - „მზიურის კაფეს“ წლიური ანგარიშის წარდგენას დაესწრო. პრეზენტაცია სოციალური კაფეს დამფუძნებელმა ანა გოგუაძემ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორ გიორგი კეკელიძესთან ერთად გამართა.

მისი განცხადებით, აღნიშნულ სივრცეში 2018 წლიდან დღემდე 176 ღონისძიება ჩატარდა.

დედაქალაქის მერმა სოციალური კაფეს დამფუძნებლებს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა პროექტების განხორციელების პროცესში მერიის მხრიდან მხარდაჭერა ექნებათ.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ამჟამად ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად მზიურის პარკის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მისივე თქმით, რეაბილიტაციის შემდეგ პარკი ყველა თაობის ადამიანისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად იქცევა.

 

„რამდენად მნიშვნელოვანია მზიური ჩვენი ქალაქისთვის, ვფიქრობ, ყველამ კარგად იცის. მზიურში არის ადგილები, რომლებმაც ამ პარკს დამატებით სიცოცხლე შესძინა. სოციალური კაფე „მზიურის" დამფუძნებელ ანა გოგუაძეს, მის თანამშრომლებთან ერთად, მინდა, მადლობა გადავუხადო. ადამიანებს უჩნდებათ სურვილი, მოვიდნენ პარკში და ლამაზ კაფეში დაისვენონ. მიხარია თუ როგორ ზრუნავენ ეს ადმიანები ამ გარემოს მოწესრიგებასა და განვითარებაზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

სოციალური საწარმო მომხმარებელს ადაპტირებულ სოციალურ კაფეს; კვებით უზრუნველყოფის სერვისს; ღონისძიებების ტექნიკურ აღჭურვას და მუსიკალურ გაფორმებას; ასევე, ღონისძიებებისათვის განკუთვნილ ინკლუზიურ სივრცეს სთავაზობს.

„მზიურის კაფე“ 2016 წელს ა(ა)იპ „მზიანის“ პროექტ „ახალი მზიურის“ ფარგლებში შეიქმნა. იგი აერთიანებს ორ სივრცეს: მზიურის პარკში არსებულ ამფითეატრსა და კაფეს.

ღონისძიებას თბილისის მერთან ერთად, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე დაესწრო.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

შობადობა საქართველოში

27 იან 2020კვირის გრაფიკი

            საქართველოს შობადობის დონით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ევროპაში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველოში შობადობის კოეფიციენტი 2017 წელს შეადგენდა 2.06-ს. ეს ნიშნავს...

ინფლაცია საქართველოში

20 იან 2020კვირის გრაფიკი

            2019 წლის სამომხმარებლო ფასების ინფლაცია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო ევროპის ქვეყნებს შორის. სამომხმარებლო ფასების საერთო დონის ზრდა 2019 წლის ბოლოს...

მსოფლიოს ქვეყნების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა

13 იან 2020კვირის გრაფიკი

            მსგავსი შემოსავლების მქონე ქვეყნებთან შედარებით სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საქართველოში ოდნავ უფრო მაღალია. გაეროს მონაცემების თანახმად საქართველოს...

პოპულარული

ურბანიზაციის დონე საქართველოში

ურბანიზაციის დონე საქართველოში

6 იანვარი, 2020კვირის გრაფიკი

შობადობა საქართველოში

შობადობა საქართველოში

27 იანვარი, 2020კვირის გრაფიკი