21:57 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
„მინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ იმ უდიდესი შრომისთვის, რომელსაც ყოველდღიურად დებთ თქვენი მოსწავლეების აღზრდაში და ცხოვრების გზაზე დაყენებაში“
„თბილისობის“ გალაკონცერტზე 2019 წლის საპატიო თბილისელები დასახელდნენ

სიახლეები

  პრემიერ-მინისტრი და დედაქალაქის მერი „თბილისობის“ ღონისძიებებს ორბელიანის მოედანზე დაესწრნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და დედაქალაქის მერი კახა კალაძე „თბილისობის“ ღონისძიებებს ახლადრეაბილიტირებულ ორბელიანის მოედანზე დაესწრნენ. თბილისის მერმა ორბელიანის მოედანზე განთავსებული პავილიონები მეუღლესთან და შვილებთან ერთად დაათვალიერა.

 

კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას თბილისობის დღესასწაული მიულოცა და კეთილდღეობა უსურვა.

 

თბილისობა 2019 ცოტა განსხვავებულია. შერჩეული გვაქვს სამი ლოკაცია, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, სხვადასხვა წარმოდგენა იხილონ და გაერთონ. ეს ლოკაციებია: ორბელიანის განახლებული მოედანი, რომელიც ულამაზესია. ასევე,  რიყის პარკი და ლეღვთახევი. სამივეგან, ორი დღის განმავლობაში, წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება. მინდა, თბილისელებს ეს დღე მივულოცო. ეს არის ჩვენი ტრადიცია და ძალიან მიხარია, რომ ქუჩებში არა მხოლოდ დედაქალაქის მცხოვრებლები არიან გამოსული, არამედ ჩამოსული არიან რეგიონებიდან, ჩამოტანილი აქვთ თავიანთი ნობათი. აქ არიან უცხოელი ტურისტები. ყველას გილოცავთ და მინდა, რომ სულ წარმატებები და ღიმილიანი სახეები გისურვოთ, ბედნიერი ყოფილიყავით და თქვენს ოჯახებში კეთილდღეობა გქონოდეთ. რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ქვეყნის განვითარებას და წინსვლას გისურვებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

საზეიმო ღონისძიებები, ორბელიანის მოედნის გარდა, დილიდან, რიყეზე, ლეღვთახევში, მეტეხის ხიდსა და ევროპის მოედანზე მიმდინარეობს. 

 

რაც შეეხება ორბელიანის მოედანს, დღეს და ხვალ, 12:00 საათიდან 20:00 საათამდე მიმდინარეობს ყვავილების ფესტივალი - „შემოდგომის თბილისი“, მარიონეტების კოსტიუმირებული კარნავალი და პროექტი „გვიდირიჟორე“; მოწყობილია ქართული ფილმის და მუსიკის, ასევე, თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები.

 

დღესვე, 20:30 საათზე, ორბელიანის მოედანზე გაიმართება საპატიო თბილისელების დაჯილდოება და გალაკონცერტი - „მე ვარ თბილისი“, რომელიც კომპოზიტორ გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება.

 

„თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებებს პარლამენტისა და საკრებულოს თავმჯდომარეები, მერის მოადგილეები, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები ესწრებოდნენ.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

შობადობა საქართველოში

27 იან 2020კვირის გრაფიკი

            საქართველოს შობადობის დონით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ევროპაში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველოში შობადობის კოეფიციენტი 2017 წელს შეადგენდა 2.06-ს. ეს ნიშნავს...

ინფლაცია საქართველოში

20 იან 2020კვირის გრაფიკი

            2019 წლის სამომხმარებლო ფასების ინფლაცია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო ევროპის ქვეყნებს შორის. სამომხმარებლო ფასების საერთო დონის ზრდა 2019 წლის ბოლოს...

მსოფლიოს ქვეყნების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა

13 იან 2020კვირის გრაფიკი

            მსგავსი შემოსავლების მქონე ქვეყნებთან შედარებით სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საქართველოში ოდნავ უფრო მაღალია. გაეროს მონაცემების თანახმად საქართველოს...

პოპულარული

ურბანიზაციის დონე საქართველოში

ურბანიზაციის დონე საქართველოში

6 იანვარი, 2020კვირის გრაფიკი

შობადობა საქართველოში

შობადობა საქართველოში

27 იანვარი, 2020კვირის გრაფიკი