სიახლეები
„მინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ იმ უდიდესი შრომისთვის, რომელსაც ყოველდღიურად დებთ თქვენი მოსწავლეების აღზრდაში და ცხოვრების გზაზე დაყენებაში“
განათლების, მეცნერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გადაცემის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია, რომელიც განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პატრნიორობით, უკვე მესამედ ხორციელდება.
„სრულიად საზოგადოება აღიარებს, რომ „მასწავლებლის ჯილდოს პროექტი“ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინიციატივა, რომელიც მასწავლებლის დაფასებას, პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას და განათლების მიზნების გარშემო სრულიად საზოგადოების კონსოლიდაციას ემსახურება. ლადო აფხაზავას წარმატება არ იყო მხოლოდ ერთი მასწავლებლის წარმატება. ეს იყო საქართველოს უდიდესი მიღწევა - მსოფლიოში ქართული განათლების პოპულარიზაციის შესაძლებლობა. ლადოს წარმატებამ გარკვეულწილად განაპირობა ამ ინიციატივის კიდევ უფრო ფართო მასშტაბებზე გაყვანა. ჩვენ, განათლების სისტემაში არა მარტო 5 ან 10 საუკეთესო არამედ, ათასობით საუკეთესო პედაგოგი გვყავს. დღეს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ იმ უდიდესი შრომისთვის, რომელსაც ყოველდღიურად დებთ თქვენი მოსწავლეების აღზრდაში და ცხოვრების გზაზე დაყენებაში“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
სიტყვით გამოსვლისას, კომიტეტის თავმჯდომარემ კომპოზიტორი გია ყანჩელი გაიხსენა და მისი ღვაწლი აღნიშნა. მარიამ ჯაშმა პედაგოგებს მოუწოდა, რომ მათ, მოსწავლეებს მოასმენინონ უდიდესი შემოქმედის ჩანაწერები, როგორც განათლების ასევე, საზოგადოებრივი ცხოვრების მიმართ დამოკიდებულების კუთხით.
„მასწავლბლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი გიორგი ჭაუჭიძე გახდა, რომელსაც ფულადი პრიზის სახით, 10 000 ლარი გადაეცა.
მსგავსი სიახლეები

12 ოქტ 2020განათლება
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა

3 მარ 2020განათლება
სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება დაიწყო

23 იან 2020განათლება
პარლამენტის სტაჟიორებმა პროექტი - „ინკუნაბულა“ განახორციელა
კვირის გრაფიკი
ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე
9 აგვ 2021კვირის გრაფიკი
საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...
ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო
6 აგვ 2021კვირის გრაფიკი
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...
ფინანსური სისტემების განვითარების დონე მსოფლიოსა და საქართველოში
2 აგვ 2021კვირის გრაფიკი
ფინანსური განვითარების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 77-ე ადგილზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოში აღნიშნული ინდექსი შეადგენს 0.30-ს, რაც მსოფლიოს საშუალო...