02:23 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
კახა კალაძე "თბილისობის" ღონისძიებებს ლეღვთახევში და ევროპის მოედანზე დაესწრო
„მინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ იმ უდიდესი შრომისთვის, რომელსაც ყოველდღიურად დებთ თქვენი მოსწავლეების აღზრდაში და ცხოვრების გზაზე დაყენებაში“

სიახლეები

მამუკა მდინარაძე მაია ვაჩაძეს - თქვენ იმიტომ ხართ აქ, რომ არსებობს შესაბამისი კანონი და ეს კანონი არის იმიტომ, რომ ინსტიტუცია გაძლიერდეს

ფრაქცია „ქართული ოცნების“  თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ  მოსამართლეობის კანდიდატს მაია ვაჩაძეს საქართველოს მმართველობის ფორმისა და  სასამართლო სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევების შეფასება სთხოვა მისი სასამართლო სისტემაში მუშაობის პერიოდში, 1999 წლიდან დღემდე.

 

მოგვიანებით ის ჩაეკითხა კანდიდატს, როგორ შეაფასებს სხავადასხვა ეტაპზე მმართველობის ფორმას ქვეყანაში, ეს იყო დემოკრატიული, ავტორიტარული, ავტოკრატიული, ტოტალიტარიზმი თუ რა  ფორმა –„თქვენ რა წარმოდგენა გაქვთ ამ პერიოდზე 2012 წლამდე. ასევე, საქართველოს პარლამენტში რომ დაიდოს პოლიტიკური შეფასება რომ იყო ავტოკრატია, ან ავტორიტარიზმი, ამას როგორ დააკავშირებთ ხანდაზმულობის ვადასთან?“

 

პასუხის მიღების შემდეგ მან კანდიდატს  მიმართა  - „სასამართლოში არსებული გამოწვევებიდან გეთანხმებით, რომ 1999-2000-2002 წლებში მთავარი გამოწვევა იყო კორუფცია, შემდეგ რა იყო მთავარი პრობლემა სასამართლოსი?“

 

დეპუტატი ასევე დაინტერესდა  სტანდარტის არასავლდებულოობის საკითხით, სადაც კანონმდებელი იგულისხმებდა, რომ დაბალი სტანდარტი საკმარისი იყო რაღაცა მტკიცებისთვის, - თუნდაც სისხლის სამართალში. –„მაგალითად, ერთი ადამიანი, ვთქვათ დაზარალებული თუ იტყოდა, რომ ამ ადამიანმა ჩემს მიმართ ეს დანაშაული ჩაიდინა, შემდეგ იმას ერთი ირიბი ჩვენებაც თუ „დაამშვენებდა“ ამ ადამიანის მიმართ შეიძლება განაჩენი გამოსულიყო. ამ სტანდარტზე მითხარით მოკლედ, ეს რის პრობლემა იყო და მივიდეთ იქ, ნება რა იყო?

 

ანუ,  ნება იყო თუ არა დამოუკიდებელი სასამართლო? მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა, მკაცრი პოლიტიკა ფინანსურ სფეროში, ეს გასაგებია, მაგრამ რა იყო ხელისუფლების ნება, დამოუკიდებელი თუ მორჩილი სასამართლო და რამდენად გამოუვიდათ ეს ყველაფერი?“

 

მან ასევე დასვა კითხვა სტანდარტთან დაკავშირებით. –„თქვენ ამბობდით, რომ მიზანი იყო დანაშაული არ ყოფილიყო, მოსამართლეებს და ზოგადად იურისტებს გვიყვარს საუბარი მტკიცებულებებით, მტკიცებით ფორმაში ვსაუბრობთ, როდესაც სამართლებრივი დოკუმენტი არსებობს, არსებობს შესაბამისად არაერთი განაჩენი, სადაც წერია, რომ ეგრეთ წოდებულ დანაშაულს (იყო თუ არა დანაშაული მეორე საკითხია) როგორ ებრძოდნენ ისინი ძალადობრივი მეთოდებით და თავად ჩადიოდნენ დანაშაულს, მაგალითად ფინანსურ სფეროში იმისათვის, რომ კონკრეტულ ადამიანს ვიღაცისთვის ქონება გადაეფორმებინა და განაჩენებია ამასთან დაკავშირებით, ჩვენ რა შეგვიძლია ვთქვათ იყო თუ არა სასამართლო სისტემაც ნაწილი იმ რეჟიმისა, რომელიც ამ პრეცედენტებს უშვებდა, იყო თუ არა ამაში ჩართული სასამართლო სისტემა მაშინ და „მიზანი ამართლებს საშუალებას“ და დანაშაულს ვებრძოლოთ დანაშაულის ჩადენის გზით  აქ რა პარადოქსთან გვაქვს საქმე? როგორია სასამრთლოს როლი ამაში?“

ფრაქციის ხელმძღვანელმა კანდიდატს მიღებული პასუხის შემდეგ კითხვა დაუბრუნა -„ხვალ ხელისუფლებას რომ მოუნდეს, რომ სასამართლო აღარ იყოს დამოუკიდებელი და იყოს ისეთი, როგორც იყო 2003 -12 წლებში ამას ადვილად შეძლებს?

 

თქვენ იმიტომ ხართ აქ, რომ არსებობს შესაბამისი კანონი და ეს კანონი არის იმიტომ, რომ ინსტიტუცია გაძლიერდეს, დამოუკიდებლობის გარანტია მიიღოს და ხვალ ხელსუფლებას რომ დაჭირდეს ადვილად ვერ გააკეთოს იგივე, რაც გააკეთეს  2003 -12 წლებში და თუ თქვენ მეტყვით, რომ მიუხედავად  ამდენი  საკანონმდებლო ცვლილებისა ამაოდ ვაკეთებთ ამ ყველაფერს, თუ ეს კანონები ამაოდ იქმნება, თუ ეს პროცესი ტყუილად არის აქ, მაშინ რა გარანტია გვაქვს, რომ ხვალ, წლების შემდეგ,  ხელისუფალი, ვინც არ უნდა იყოს, მაინც იგივენაირად დაიმორჩილებს სასამართლოს - სად არის დამოუკიდებლობის გარანტიები მიუხედავად ამდენი ცვლილებისა და ამ გამჭვირვალე პროცესისა?“

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკური ზრდა საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში

12 აპრ 2021კვირის გრაფიკი

2020 წელს 6%-იანი კლების შემდეგ 2021 წელს საქართველოში მშპ-ს 3.5%-იანი ზრდა არის პროგნოზირებული. აღნიშნული მონაცემით, საქართველოში მშპ-ს ზრდა 2021 წელს 0.6 პროცენტული პუნქით ჩამორჩება ევროპის საშუალო...

კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი

5 აპრ 2021კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო პოლიტიკის სიმკაცრის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით ბოლო სამ თვეში...

უცხოური ინვესტიციების დინამიკა

29 მარ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველოში შემოსული 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 617 მლნ აშშ...