13:39 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსთან არსებული თემატური მოკვლევის ჯგუფი სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტებთან და პრაქტიკებთან დაკავშირებულ საკითხებზე სახელმწიფო უწყებების ზეპირ მოსმენას აგრძელებს
თბილისში ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები შემოვიდა

სიახლეები

 მუშთაიდის ბაღში თბილისის მერიის ფეხბურთის სპორტული ცენტრის - ,,იმედის“ სარემონტო სამუშაოები იწყება

თბილისის მერი ფეხბურთის სპორტული ცენტრის - ,,იმედის“ სარემონტო სამუშაოებს იწყებს. ამის შესახებ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მერის განცხადებით, ობიექტის რეაბილიტაცია 15 ნოემბრიდან დაიწყება და 2020 წლის თებერვლის ბოლოს დასრულდება. პროექტი ღირებულება კი ნახევარი მილიონი ლარია.

ჩვენ ვგეგმავთ თბილისის მერიის ფეხბურთის სპორტული ცენტრის - ,,იმედის“ სარემონტო სამუშაოებს, რომელიც მუშტაიდის ბაღში მდებარეობს. საკმაოდ დიდი ინფრასტრუქტურაა, ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს ცენტრით. იქ არის საცურაო აუზი და საფეხბურთო მოედანი. მისი მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა, ამიტომ,  გადავწყვიტეთ, ამ ობიექტის სრული რეაბილიტაცია განვახორციელოთ. განახლდება საფეხბურთო მოედანი, საცურაო აუზი, მოეწყობა საშხაპეები და გასახდელი ოთახები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ქალაქში მსგავსი სპორტული ობიექტების არსებობის  მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის მერია გამგეობებთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რათა ყველა რაიონში რაც შეიძლება მეტი სპორტული ობიექტი გაჩნდეს.

„ეს შეიძლება იყოს საფეხბურთო, საკალათბურთო მოედნები, საცურაო აუზები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს სურვილი, რომ თავის რაიონში იყოს ასეთი ობიექტები. გარდა ამისა, ჩვენ მულტიფუნქციური კომპლექსების მშენებლობას  ძალიან მალე ორ კონკრეტულ რაიონში წამოვიწყებთ. კერძოდ, დიდ დიღომსა და ვარკეთილში. გვსურს, ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება იყოს ყველა რაიონში - მოეწყოს მულტიფუნქციური კომპლექსები, სადაც საფეხბურთო, საკალათბურთო, სატრენაჟორო, ჭიდაობის დარბაზები,  ასევე, ბიბლიოთეკა და კაფე იქნება.

თბილისის მერის თქმით, უახლოეს პერიოდში ცნობილი გახდება, თუ რომელი კომპანია შეასრულებს ამ პროექტებს. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორია პლასტიკური ბარათების გავრცელება საქართველოში?

14 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

საქართველო საგრძნობლად ჩამორჩება დანარჩენ ევროპას პლასტიკური ბარათების რაოდენობით. საქართველოში პლასტიკური ბარათების მფლობელების წილი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს...

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

            ბიტკოინის დღევანდელი ფასი მისი პიკური ღირებულების მხოლოდ 40%-ს შეადგენს. CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით 2019 წლის 6 ოქტომბერს ბიტკოინის ღირებულება $8031-ს შეადგენს, რაც მისი პიკური...

რატომ არ სარგებლობენ ქართველები საბანკო მომსახურებით?

30 სექ 2019კვირის გრაფიკი

მიუხედავად იმისა რომ საქართველოში საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია, მისი მომსახურეობით შედარებით ცოტა ადამიანი სარგებლობს. საქართველოში საბანკო ანგარიშის მქონე...

პოპულარული

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტომბერი, 2019კვირის გრაფიკი