10:51 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ISUZU –ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსი N34 მარშრუტზე გავიდა
სოფიო ქაცარავა ბელარუსის საჯარო ადმინისტრირების სკოლის კურსდამთავრებულებს შეხვდა

სიახლეები

თბილისის მერიამ და საფრანგეთის განვითარების სააგენტომ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის რეგიონალურმა დირექტორმა, სესილ კუპრიემ თბილისში ორგანიზაცია „Mobilise Your City“-ის პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ღონისძიებას საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი ესწრებოდა.  

მემორანდუმის საფუძველზე, საფრანგეთის განვითარების სააგენტო, დონორი ორგანიზაციის - „Mobilise Your City“ ფინანსური მხარდაჭერით დაიწყებს პროგრამას, რომელიც თბილისის მერიას მთავარი სატრანსპორტო დოკუმენტის - „მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის“ შექმნასა და იმპლემენტაციაში დაეხმარება.

როგორც თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ განაცხადა, საამისოდ, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში 2 წლის განმავლობაში მივლინებული იქნებიან  საერთაშორისო დონის ექსპერტები.

„საფრანგეთის მთავრობასა და თბილისის მერიას შორის გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს სატრანსპორტო სფეროში დახმარების გაგრძელებას. გვეყოლებიან ფრანგი ექსპერტები, რომლებიც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს დაეხმარებიან სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელებაში, როგორც დაგეგმვის, ისე ურბანული მობილობის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების მიმართულებით“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.  

საფრანგეთის განვითარების სააგენტო ამაყია, რომ თანამშრომლობს თბილისის მერიასთან ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის ურბანული მობილობის განვითარება,  მისი სხვადასხვა ასპექტის წინ წამოწევა და გაუმჯობესება“, - განაცხადა სესილ კუპრიემ.

საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა ხაზი გაუსვა თბილისის მერიის ხელმძღვანელობის დაინტერესებას ურბანული ტრანსპორტის განვითარებით.

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ დღეს ვართ თბილისის მთავრობის გვერდით. მუნიციპალიტეტის მმართველი რგოლი, თბილისის მერის ხელმძღვანელობით,  დაინტერესებულია იმით, რომ ურბანული ტრანსპორტი განვითარდეს, რათა სახეზე იყოს ეკონომიკური თუ ეკოლოგიური შედეგები და სხვა უპირატესობები,  რაც ამ მიმართულებით განვითარებას მოაქვს. ჩვენ მზად ვართ,  ამ პროცესში დახმარება გავუწიოთ მათ“, - აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა.

თბილისის მერია „Mobilise Your City“-ის წევრი 2019 წლის აპრილში გახდა. ხოლო საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან მემორანდუმის გაფორმება ივლისში, თბილისის მერის, კახა კალაძისა და მერის მოადგილე მაია ბითაძის პარიზში ვიზიტისას გადაწყდა.

 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი