სიახლეები
ISUZU -ს მარკის 8-მეტრიანი, დიზელის ძრავზე მომუშავე ეურო 6 ემისიის სტანდარტის მუნიციპალური ავტობუსები N34 მარშრუტის მგზავრებს დღეიდან მოემსახურება. წყნეთი - სადგურის მოედნის მარშრუტზე მოძრავი 12 ძველი „ბოგდანი“ ახალი, მწვანე ფერის ამავე რაოდენობის ავტობუსით ჩანაცვლდა.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ N34 სამარშრუტო ხაზზე, ახალი ავტობუსით, წყნეთის მიმართულებით, მედიის წარმომადგენლებთან ერთად იმგზავრა.
თბილისის მერის განცხადებით, ძველი, ყვითელი ავტობუსები უსაფრთხო და კომფორტული ავტობუსებით ეტაპობრივად ჩანაცვლდება.
„გუშინ, საზოგადოებას წარვუდგინეთ შესყიდული 220 ერთეული ახალი ავტობუსიდან 60 ერთეული, რომელიც დამზადდა ჩვენთვის და უკვე დედაქალაქშია. რა, თქმა უნდა, წლის ბოლომდე ყველა იქნება მოწოდებული. ეს ავტობუსები დღეს უკვე სხვადასხვა სამარშრუტო ხაზზე გავიდნენ და მოემსახურებიან თბილისის მოსახლეობას. ავტობუსები ძირითადად გარეუბნებში გადანაწილდა. იცით, გუშინაც ვისაუბრე ამაზე, რომ ჩვენი ამოცანა და მიზანია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში ყველაზე სწრაფი და კომფორტული იყოს. ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, რომ ყვითელი ავტობუსები ჩავანაცვლოთ, რომლებიც მძიმე მდგომარეობაშია. ვიმგზავრე ახალი ავტობუსით და, რაც ყველაზე მეტად მახარებს, მგზავრები ძალიან კმაყოფილები არიან. ყველას სიამოვნებს ახალი, კომფორტული ავტობუსებით მგზავრობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
წყნეთი - სადგურის მოედნის N34 მარშრუტის შემდეგ, ახალი ავტობუსები, რამდენიმე დღის ინტერვალით, უკვე შემდეგ მარშრუტებზე გავლენ: N28 - სვანეთის უბანი - მარჯანიშვილის მოედანი - 4 ერთეული; N42 - იყალთოს გორა - ბარათაშვილის ქუჩა - 4 ერთეული; N56 - ორხევი - მეტროსადგური „ისანი“ – 5 ერთეული; N66 - სადგურის მოედანი - შატბერაშვილის ქუჩა (ზემო ვაკე) – 3 ერთეული; N78 - სადგურის მოედანი - ჯაფარიძის ქუჩა (ზემო ვერა) - 4 ერთეული; N108 - სოფ. გლდანი - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – 4 ერთეული.
მსგავსი სიახლეები
კვირის გრაფიკი
რამდენად მაღალია ქართველი მამაკაცი?
2 დეკ 2019კვირის გრაფიკი
მამაკაცის საშუალო სიმაღლით საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის 44-ე ადგილზეა. “WorldData”-ს მონაცემების მიხედვით საქართველოში მამაკაცის საშუალო სიმაღლე შეადგენს 175 სმ-ს, რაც აღემატება...
ბევრი მოხუცი, ცოტა ახალგაზრდა - საქართველოს დემოგრაფიული თავსატეხი
25 ნოე 2019კვირის გრაფიკი
საქართველო სერიოზული დემოგრაფიული პრობლემის წინაშეა. ის რომ ბოლო 30 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა ყველასთვის ცნობილია. თუმცა, მთავარი პრობლემა მდგომარეობს...
მსოფლიოს 15 უმსხვილესი კომპანია
18 ნოე 2019კვირის გრაფიკი
უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. პირველ რიგში აღსანიშნავია, დიგიტალური კომპანიების...
პოპულარული

ბანკომატების რაოდენობა - საერთაშორისო შედარება
11 ნოემბერი, 2019კვირის გრაფიკი

მსოფლიოს 15 უმსხვილესი კომპანია
18 ნოემბერი, 2019კვირის გრაფიკი

რამდენად მაღალია ქართველი მამაკაცი?
2 დეკემბერი, 2019კვირის გრაფიკი

გიორგი ჩოგოვაძე: ,, Ryanair-ის შემოსვლით ქართულ ავიაციასა და ტურიზმში ახალი ერა იწყება“
8 ნოემბერი, 2019ტრანსპორტი

ბევრი მოხუცი, ცოტა ახალგაზრდა - საქართველოს დემოგრაფიული თავსატეხი
25 ნოემბერი, 2019კვირის გრაფიკი
