16:59 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
თეა წულუკიანი: “არბიტრაჟის განვითარებისთვის გადადგმული თანმიმდევრული ნაბიჯები, მათ შორის, ძლიერი ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა მთავრობის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია”
თბილისის მერიამ და საფრანგეთის განვითარების სააგენტომ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

სიახლეები

ISUZU –ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსი N34 მარშრუტზე გავიდა

 

ISUZU -ს მარკის 8-მეტრიანი,  დიზელის ძრავზე მომუშავე ეურო 6 ემისიის სტანდარტის მუნიციპალური ავტობუსები N34 მარშრუტის მგზავრებს დღეიდან მოემსახურება. წყნეთი - სადგურის მოედნის მარშრუტზე მოძრავი 12 ძველი „ბოგდანი“ ახალი, მწვანე ფერის ამავე რაოდენობის ავტობუსით ჩანაცვლდა. 

 

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ  N34 სამარშრუტო ხაზზე, ახალი ავტობუსით, წყნეთის მიმართულებით,  მედიის წარმომადგენლებთან ერთად   იმგზავრა.

 

თბილისის მერის განცხადებით, ძველი, ყვითელი  ავტობუსები უსაფრთხო  და კომფორტული ავტობუსებით    ეტაპობრივად ჩანაცვლდება.

 

„გუშინ, საზოგადოებას წარვუდგინეთ შესყიდული  220 ერთეული ახალი ავტობუსიდან  60 ერთეული, რომელიც დამზადდა ჩვენთვის და უკვე დედაქალაქშია. რა, თქმა უნდა, წლის ბოლომდე ყველა იქნება მოწოდებული. ეს ავტობუსები დღეს უკვე სხვადასხვა სამარშრუტო  ხაზზე გავიდნენ და მოემსახურებიან თბილისის მოსახლეობას. ავტობუსები ძირითადად გარეუბნებში გადანაწილდა. იცით, გუშინაც ვისაუბრე ამაზე, რომ ჩვენი ამოცანა და მიზანია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში ყველაზე სწრაფი და კომფორტული იყოს. ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, რომ ყვითელი ავტობუსები ჩავანაცვლოთ, რომლებიც მძიმე მდგომარეობაშია. ვიმგზავრე ახალი ავტობუსით და, რაც ყველაზე მეტად მახარებს, მგზავრები ძალიან კმაყოფილები არიან.  ყველას სიამოვნებს ახალი, კომფორტული ავტობუსებით მგზავრობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

წყნეთი - სადგურის მოედნის N34 მარშრუტის შემდეგ,  ახალი ავტობუსები,  რამდენიმე დღის ინტერვალით, უკვე შემდეგ მარშრუტებზე გავლენ: N28 - სვანეთის უბანი - მარჯანიშვილის მოედანი - 4 ერთეული; N42 - იყალთოს გორა - ბარათაშვილის ქუჩა - 4 ერთეული; N56 - ორხევი - მეტროსადგური „ისანი“ – 5 ერთეული; N66 - სადგურის მოედანი - შატბერაშვილის ქუჩა (ზემო ვაკე) – 3 ერთეული; N78 - სადგურის მოედანი - ჯაფარიძის ქუჩა (ზემო ვერა) - 4 ერთეული; N108 - სოფ. გლდანი - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – 4 ერთეული. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შედარება

11 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. სიკვდილიანობის დონე გამოითვლება როგორც გარდაცვლილთა...

პოპულარული

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაისი, 2020კვირის გრაფიკი