08:21 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
რუმინეთის პარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ გზას
ISUZU –ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსი N34 მარშრუტზე გავიდა

სიახლეები

თეა წულუკიანი: “არბიტრაჟის განვითარებისთვის გადადგმული თანმიმდევრული ნაბიჯები, მათ შორის, ძლიერი ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა მთავრობის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია”

ვიცეპრემიერი, იუსტიციის მინისტრი  თეა წულუკიანი, საერთაშორისო კონფერენციაზე „თბილისის არბიტრაჟის დღეები“ სიტყვით გამოვიდა. მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმი იუსტიციის მინისტრმა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა  გიორგი პერტაიამ, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა და საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა  ლუიზა ვინტონმა გახსენეს.


იუსტიციის მინისტრმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ საქართველომ წლების განმავლობაში არბიტრაჟის სფეროში მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა. მისი თქმით, ამ გამოცდილებას წარმატებასთან ერთად გამოწვევებიც ახლავს.

„ჩვენ გამოვიტანეთ წარსულიდან მნიშვნელოვანი გაკვეთილები და ახლა ძლიერი იურიდიული და ინსტიტუციური ჩარჩოებით, საერთაშორისო შესაძლებლობებით და მთავრობის ძლიერი მხარდაჭერით, საქართველო მიიწევს წინ, რომ გახდეს რეგიონის წამყვანი ცენტრი საარბიტრაჟო მიმართულებით. რომ არა მთავრობის მხარდაჭერა,  ამ ამბიციური გეგმის განხორციელებაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელი იქნებოდა,“ − განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია, ქვეყანაში მოქმედი ბიზნესსექტორისთვის ყოველმხრივ იდეალური გარემო შექმნას, მათ შორის, დავების გადაჭრის მიმართულებით. ეს ეხება როგორც ძლიერ სასამართლოს, ისე არბიტრაჟს  და მედიაციას, რომელიც მხარეებისთვის  დავების გადაჭრის ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული საშუალებაა.

თეა წულუკიანის განცხადებით, არბიტრაჟის განვითარებისათვის ქვეყანაში არსებობს მთავრობის  ურყევი ნება, რასაც ადასტურებს ბოლო პერიოდში სწორედ არბიტრაჟის განვითარებისთვის გადადგმული თანმიმდევრული ნაბიჯები, მათ შორის, ძლიერი ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა, რაც უკვე მეშვიდე წელია, მთავრობის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია.
იუსტიციის მინისტრის განმარტებით, საქართველოში არბიტრაჟის ინსტიტუტის სრულფასოვანი განვითარებისთვის შიდაპოლიტიკურ ნებასთან ერთად საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

საერთაშორისო კონფერენცია „თბილისის არბიტრაჟის დღეები“ მასშტაბური ფორუმია, რომელიც 2013 წელს დაფუძნდა და წელს მეექვსედ ტარდება. ღონისძიებაში მონაწილეობენ   წამყვანი ექსპერტები და პრაქტიკოსი იურისტები ევროკავშირიდან, საქართველოდან და ცენტრალური აზიიდან; მართლმსაჯულების სისტემის, ბიზნესის, ხელისუფლებისა და  სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC). მისი მხარდამჭერები არიან ევროკავშირისა (EU) და გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP).

„თბილისის არბიტრაჟის დღეები“ 9 ოქტომბერს დაიწყო და 11 ოქტომბრამდე გასტანს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

რამდენად მაღალია ქართველი მამაკაცი?

2 დეკ 2019კვირის გრაფიკი

მამაკაცის საშუალო სიმაღლით საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის 44-ე ადგილზეა. “WorldData”-ს მონაცემების მიხედვით საქართველოში მამაკაცის საშუალო სიმაღლე შეადგენს 175 სმ-ს, რაც აღემატება...

ბევრი მოხუცი, ცოტა ახალგაზრდა - საქართველოს დემოგრაფიული თავსატეხი

25 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველო სერიოზული დემოგრაფიული პრობლემის წინაშეა. ის რომ ბოლო 30 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა ყველასთვის ცნობილია. თუმცა, მთავარი პრობლემა მდგომარეობს...

მსოფლიოს 15 უმსხვილესი კომპანია

18 ნოე 2019კვირის გრაფიკი

  უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. პირველ რიგში აღსანიშნავია, დიგიტალური კომპანიების...