00:18 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მონტენეგროში ვიზიტით მყოფი პარლამენტის თავმჯდომარე მაღალი დონის შეხვედრებს მართავს
თეა წულუკიანი: “არბიტრაჟის განვითარებისთვის გადადგმული თანმიმდევრული ნაბიჯები, მათ შორის, ძლიერი ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა მთავრობის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია”

სიახლეები

რუმინეთის პარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ გზას

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ მარიამ ჯაშის, ისკო დასენის და სიმონ ნოზაძის წარმომადგენლობით რუმინეთის სენატსა და დეპუტატთა პალატაში მაღალი რანგის შეხვედრები გამართა.

 

საქართველოს დელეგაცია შეხვდა დეპუტატთა პალატის განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეს სორინ მიხაი კიმპეანუს; სენატის განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეს ლივიუ მარიან პოპის; რუმინეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ვიცეპრეზიდენტს ლასლო-ოდონ ფეჟერს; ეკონომიკური პოლიტიკის, რეფორმებისა და პრივატიზაციის კომისიის მდივანს ჯორჯ გაბრიელ ვისანს, თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის წევრს კორნელიუ მუგურელ კოზმანჩიუსს და სენატის კულტურის, ხელოვნებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების კომიტეტის თავმჯდომარეს ლუჩიან რომაშკანუს.

 

შეხვედრაზე რუმინულმა მხარემ დაადასტურა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერა და ორ ქვეყანას შორის მზარდი ეკონომიკური, ტურისტული და კულტურული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად ხელშეწყობის მიზნები.

 

სენატი და დეპუტატთა პალატა მხარს დაუჭერს ქართველი სტუდენტების რუმინეთში სწავლისათვის უფრო მეტი შესაძლებლობების შექმნას და დაიწყება დიალოგი თბილისში რუმინული კულტურის ინსტიტუტის გახსნაზე.

 

“რუმინეთის პარლამენტში გამართულ შეხვედრებზე განვიხილეთ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და მასმედიის მიმართულებებით მოქმედი კანონმდებლობა და კონკრეტული ინიციატივები. ყველა მაღალი რანგის შეხვედრამ დაადასტურა, რომ რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ გზას. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს საქართველოს პარლამენტში რუმინეთთან მეგობრობის ჯგუფი, რომელსაც ბატონი ისკო დასენი ხელმძღვანელობს” - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

 

“საქართველო-რუმინეთის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ამ ნიშნულზე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროები ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სტრატეგიულ დონეზე აყვანას გეგმავენ” - აღნიშნავს ისკო დასენი

 

“რუმინეთთან 300 წლის კულტურული ურთიერთობა აკავშირებს საქართველოს. აღნიშნული ვიზიტით ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, თუ რაოდენ აფასებს რუმინელი ხალხი და ეკლესია ქართველი მოწამის - ანთიმოზ ივერიელის ღვაწლს. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება” - აცხადებს სიმონ ნოზაძე.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსი და მისი გავრცელების ტემპი მსოფლიოში

17 თებ 2020კვირის გრაფიკი

                კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი სწრაფი ტემპით ზრდას განაგრძობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორანიზაციის მონაცემებით ვირუსის ყოველდღიური საშუალო ზრდა 2750-ს შეადგენს...

კორონავირუსი და ნავთობი

10 თებ 2020კვირის გრაფიკი

            კორონავირუსის გავრცელებამ ნავთობზე მოთხოვნა და ფასი შეამცირა. ნავთობზე ფასის განსაკუთრებული ვარდნა მოხდა მას შემდეგ რაც ჩინეთმა კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების...

კორონავირუსი და მსოფლიო

3 თებ 2020კვირის გრაფიკი

          კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. დაავადების პირველად გამოვლენის დღიდან დაავადების სწრაფად გავრცელება ხდება...