13:22 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ანგარიში მოისმინა
არჩილ თალაკვაძე მონტენეგროს პრეზიდენტს შეხვდა

სიახლეები

პარლამენტის დელეგაცია რუმინეთის კულტურისა და ეროვნული იდენტობის მინისტრს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, კომიტეტის წევრი და მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე და საქართველოს პარლამენტში რუმინეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ისკო დასენი რუმინეთის კულტურისა და ეროვნული იდენტობის მინისტრს ვალერ-დანიელ ბრეაზის და სახელმწიფო მდივანს შეხვდნენ.

ბუქარესტში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და რუმინეთს შორის კულტურული ურთიერთობების 300 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებები და ინიციატივები. ამასთანავე აღინიშნა ბოლო სამი წლის მანძილზე განხორციელებული არაერთი ღონისძიება - მათ შორის რუმინეთში ჩატარებული ქართული თეატრის წარმოდგენები და რამდენიმე თვის წინ რუმინეთის ქალაქ იაშის ისტორიულ ცენტრში ქართველი პოეტისა და დიპლომატის, ბესიკ გაბაშვილის ბიუსტის გახსნა.

ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საფუძვლები მეფე ვახტანგ VI და ანთიმოზ ივერიელის მოღვაწეობას უკავშირდება, რომელთა ერთობლივი ძალისხმევით 1709 წელს შეიქმნა პირველი ქართული სტამბა. სწორედ ამ ისტორიას ეძღვნება საქართველოში 1709-1722 წლებში გამოცემული წიგნების უნიკალური გამოფენა, რომელიც დღეს რუმინეთის დედაქალაქში ხელოვნების ეროვნულ გალერეაში გაიხსნება.

გარდა ამისა უკვე ერთი წელია მოქმედებს საქართველო-რუმინეთის ისტორიკოსთა ერთობლივი კომისია.

მინისტრთან შეხვედრაზე მარიამ ჯაშმა ხაზი გაუსვა ქართველი სტუდენტების რუმინეთში სწავლის შესაძლებლობების გაზრდის მნიშვნელობას და აღნიშნა საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრის ბაზაზე საფრანგეთთან მოქმედი ანალოგიური პროგრამა. რუმინული მხარე რექტორთა საბჭოს ფორმატში უახლოეს პერიოდში განიხილავს ამ წინადადებას და ქართველი სტუდენტებისათვის შესათავაზებელ კონკრეტულ პროექტებს Erasmus + ან სხვა ინიციატივების ფარგლებში.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს რუმინული კულტურის ცენტრები. მარიამ ჯაშმა მინისტრს დაუდასტურა ხელშეწყობის მზაობა, რომ თბილისშიც რუმინეთის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნას კულტურის ცენტრი.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მადლობას უხდის რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილს საქართველოსა და რუმინეთს შორის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის განსაკუთრებული

 

 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორია პლასტიკური ბარათების გავრცელება საქართველოში?

14 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

საქართველო საგრძნობლად ჩამორჩება დანარჩენ ევროპას პლასტიკური ბარათების რაოდენობით. საქართველოში პლასტიკური ბარათების მფლობელების წილი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს...

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

            ბიტკოინის დღევანდელი ფასი მისი პიკური ღირებულების მხოლოდ 40%-ს შეადგენს. CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით 2019 წლის 6 ოქტომბერს ბიტკოინის ღირებულება $8031-ს შეადგენს, რაც მისი პიკური...

რატომ არ სარგებლობენ ქართველები საბანკო მომსახურებით?

30 სექ 2019კვირის გრაფიკი

მიუხედავად იმისა რომ საქართველოში საბანკო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია, მისი მომსახურეობით შედარებით ცოტა ადამიანი სარგებლობს. საქართველოში საბანკო ანგარიშის მქონე...

პოპულარული

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

რა ღირს დღეს ბიტკოინი?

7 ოქტომბერი, 2019კვირის გრაფიკი