23:26 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ანგარიში მოისმინა

სიახლეები

 ნაძალადევის რაიონში კორპუსების მიწისქვეშა კომუნიკაციები 30 მისამართზე შეიცვალა

მიმდინარე წლის განმავლობაში, ნაძალადევის რაიონში მდებარე კორპუსების მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციები 30 მისამართზე შეიცვალა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის რაიონის გამგეობამ 403 594 ლარი დახარჯა.

ამ ეტაპზე სამუშაოები ოთხ მისამართზე მიმდინარეობს. ერთ-ერთი პროექტი ცოტნე დადიანის მე-2 მიკრორაიონის მე-3 კორპუსში ხორციელდება. სამუშაო პროცესს  ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ამაშუკელთან ერთად გაეცნო. გამგებელი და დეპუტატი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტებს აქტიურად ვახორციელებთ. კონკრეტულად ამ კორპუსის წყალარინების ქსელი 46 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. კომუნიკაციების რეაბილიტაციის შემდეგ, კორპუსის მიმდებარედ ასფალტის საფარი დაიგება. საბოლოო ჯამში, 173 ოჯახის საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნულ მისამართზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 69 446 ლარია. პროექტის ფარგლებში, 250 გრძივი მეტრი წყალარინების ქსელი იცვლება, ასევე, 15 საკომუნიკაციო ჭა მონტაჟდება.

ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, ნოემბერში კორპუსის ქსელების რეაბილიტაცია კიდევ ოთხ მისამართზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსი და მისი გავრცელების ტემპი მსოფლიოში

17 თებ 2020კვირის გრაფიკი

                კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი სწრაფი ტემპით ზრდას განაგრძობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორანიზაციის მონაცემებით ვირუსის ყოველდღიური საშუალო ზრდა 2750-ს შეადგენს...

კორონავირუსი და ნავთობი

10 თებ 2020კვირის გრაფიკი

            კორონავირუსის გავრცელებამ ნავთობზე მოთხოვნა და ფასი შეამცირა. ნავთობზე ფასის განსაკუთრებული ვარდნა მოხდა მას შემდეგ რაც ჩინეთმა კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების...

კორონავირუსი და მსოფლიო

3 თებ 2020კვირის გრაფიკი

          კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. დაავადების პირველად გამოვლენის დღიდან დაავადების სწრაფად გავრცელება ხდება...