21:56 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გროზნოს ქუჩაზე სკვერი საზეიმოდ გაიხსნა
ვისაც ან აღქმის პრობლემა ქონდა ან უნდოდა, რომ ასე გადაეთარგმნა კობახიძის ნათქვამი, თქვა და დანარჩენებმა გაიზიარეს ეს ნათქვამი

სიახლეები

სოფიო ქაცარავამ ლონდონში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ლონდონში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ტომ ტუგენდჰატს; რბილი ძალისა და საგარეო საქმეთა დეპარტამენტის უფროსს, საგარეო და თანამეგობრობის ოფისის კომუნიკაციების დირექტორატში პოლ ბრამელს და გაერთიანებული სამეფოს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის (Chatham House) რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელს, ჯეიმს ნიქსის 

 

შეხვედრების მთავარი თემა იყო საქართველო-დიდ ბრიტანეთს შორის არსებული ურთიერთობები  როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში; თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება და მათი კიდევ უფრო გაღრმავების და გაძლიერების პერსპექტივები.

 

სოფიო ქაცარავამ შეხვედრებზე ისაუბრა საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე,  ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე. მან  ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით იქ არსებულ მდგომარეობას.

 

სოფიო ქაცარავამ ისაუბრა განათლების მნიშვნელობაზე და ამ კუთხით ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე. მან მადლობა გადაუხადა ბრიტანულ მხარეს იმ დიდი კონტრიბუციისთვის, რომელსაც ის ახორციელებს განთლების სფეროში.

 

„დიდი ბრიტანეთი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენ ვთანამშრომლობთ, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ის მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მათ ეს მხადაჭერა არაერთხელ დაგვიდასტურეს ლონდონში ვიზიტის ფარგლებში.“ - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.​

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ბანკომატების რაოდენობა - საერთაშორისო შედარება

11 ნოე 2019კვირის გრაფიკი

  ბანკომატების რაოდენობა საქართველოში მსგავსი განვითარების ქვეყნებთან შედარებით მაღალია. მსოფლიო ბანკის გლობალური ფინანსური განვითარების მონაცემებით ბანკომატების რაოდენობა...

განათლების ხარჯების ეფექტიანობა საქართველოში

4 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში განათლებაზე გაწეული სახელმწიფო ხარჯები სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალ-ეფექტიანია. საქართველოს მთავრობა განათლებაზე მშპ-ს 3.8%-ს ხარჯავს, დაახლოებით იმდენივეს რამდენსაც...

ბიზნესის კეთების სიმარტივის განახლებული რეიტინგები

28 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო მსოფლიოში მოწინავე ადგილზე რჩება. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით...

პოპულარული

ფინანსური განათლების დონე საქართველოში

ფინანსური განათლების დონე საქართველოში

21 ოქტომბერი, 2019კვირის გრაფიკი