19:03 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
სოფო კილაძე გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის, თანმდევ სესიაზე სიტყვით გამოვიდა
ჭავჭავაძის გამზირზე, არაყიშვილის ქუჩიდან კავსაძის ქუჩამდე მონაკვეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

სიახლეები

 თბილისის მერი კახა კალაძე პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ქუჩაზე საგზაო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად,  გვიან ღამით, კახეთის გზატკეცილზე, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც

ასფალტის დაგების სამუშოები მიმდინარეობს.

 

კახა კალაძე საგზაო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო და კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის პროცესის დასრულების შესახებ ისაუბრა.

 

„ჯორჯ ბუშის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად მიწისქვეშა კომუნიკაციებიც მოწესრიგდა. ასევე, რეაბილიტაცია უტარდება აქ არსებულ სკვერს. მინდა აღვნიშნო, რომ ამ სკვერზე მომუშავე კომპანიის დათხოვნა მოგვიწია, რადგან ის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობას ვერ ასრულებდა. ახლა ამ სამუშაოებს სხვა კომპანია ასრულებს. მთლიანობაში კახეთის გზატკეცილზე მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც აქამდე აქ არ ჩატარებულა. ნოემბრის შუა რიცხვებისთვის მთლიანად დასრულდება და შესაძლებელი გახდება გადაადგილება. აღნიშნულის პარალელურად, დაირგვება ხე-მცენარეები და დამონტაჟდება განათების ბოძები. ასევე, იცით, რომ აეროპორტის ტრასის მიმდებარედ არსებული მონუმენტის რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება და ისიც დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური დედაქალაქის მასშტაბით აგრძელებს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას: მიმდინარეობს კახეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია, ბუშის ქუჩაზე კომპანია GWP-მ დაასრულა წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია, ხოლო ისნის პანდუსზე - სასმელი წყლის ქსელის მოწყობა, პარალელურად, იგება ასფალტის საფარის ქვედა ფენა. ამ დროისათვის უკვე ასფალტის საფარი 250 000 მ2 ფართობზე დაიგო.

 

მთლიანობაში რეაბილიტაცია უტარდება კახეთის გზატკეცილის 9.5 კმ სიგრძის ორივე მიმართულების სავალ ნაწილს. იცვლება საფუძველი, მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა 360 გვერდმიმღები ჭა, ბორდიურები და ტროტუარი, 10 000 მ2 ფართობზე. სავალ ნაწილზე, საერთო ჯამში, დაიგება ასფალტის საფარის სამი ფენა, სულ 280 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე.

 

რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპზე სრულად გამოიცვლება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლედ სანათები. პროექტი ითვალისწინებს გამწვანების ღონისძიებებს. კერძოდ, მწვანე საფარი მოეწყობა გამყოფ ზოლებში. საგზაო სამუშაოები პარალელურ რეჟიმში ორივე მიმართულებით გზატკეცილის ორივე მხარეს მიმდინარეობს.

 

გასულ წელს, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა კახეთის გზატკეცილის მარჯვება და მარცხენა სათადარიგო ზოლები სრული რეაბილიტაცია, მოეწყო ბეტონის თვალამრიდები და რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზატკეცილზე არსებულ ავარიულ ხიდს (ე.წ ვარკეთილის ხიდებს).

 

სარეაბილიტაციო სამუშაოები რომელსაც კომპანია „ჯეუ გრუპი“ ახორციელებს, მიმდინარე წლის 3 აპრილს დაიწყო და ნოემბერში დასრულდება. ამისათვის, თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაახლოებით 45, 000 000 ლარი დაიხარჯება.

 

თბილისის მერთან ერთად, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ქუჩაზე, ასევე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, საკრებულოს დეპუტატი ბექა დავითულიანი, „თბილსერვის ჯგუფის“ და კომპანია „გრინსერვისის“ ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ბანკომატების რაოდენობა - საერთაშორისო შედარება

11 ნოე 2019კვირის გრაფიკი

  ბანკომატების რაოდენობა საქართველოში მსგავსი განვითარების ქვეყნებთან შედარებით მაღალია. მსოფლიო ბანკის გლობალური ფინანსური განვითარების მონაცემებით ბანკომატების რაოდენობა...

განათლების ხარჯების ეფექტიანობა საქართველოში

4 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში განათლებაზე გაწეული სახელმწიფო ხარჯები სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალ-ეფექტიანია. საქართველოს მთავრობა განათლებაზე მშპ-ს 3.8%-ს ხარჯავს, დაახლოებით იმდენივეს რამდენსაც...

ბიზნესის კეთების სიმარტივის განახლებული რეიტინგები

28 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო მსოფლიოში მოწინავე ადგილზე რჩება. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით...