23:36 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნება“ საზოგადოებას სთავაზობს მშვიდ და საქმიან პოლიტიკას, სადაც იქნება მეტი პროფესიული დისკუსია და ნაკლები პიროვნული დაპირისპირებები
კახა კალაძემ 23 ოჯახს საცხოვრებელი ფართების დაკანონების შემდეგ, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა

სიახლეები

საქართველოში 200 მილიონი დოლარის ღირებულების ცემენტის წარმოების  პროექტი იწყება

 

კომპანია Pioneer Cement წარმოადგენს ომანში მოქმედი Raysut Cement-ის საკუთრებას, რომელიც ომანის საფონდო ბირჟაზე (Muscat Securities Market) ლისტირებული კომპანიაა და მიზნად ისახავს კლინკერის ექსპონენციალურად მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას საქართველოში, რომლის დეფიციტიც ამჟამად შეადგენს 600 ათას ტონას.

დუბაი/თბილისი/მუსკატი, 16 ოქტომბერი, 2019 წელი: 

კომპანია Pioneer Cement Industries, რომელიც დაფუძნებულია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და წარმოადგენს კომპანიის Raysut Cement Company SAOG (RCC) ნაწილს, ამჟამად აშენებს წელიწადში 1.2 მილიონი ტონა სიმძლავრის ინტეგრირებული ცემენტის ქარხანას საქართველოში.

Pioneer Cement ფლობს კირქვის საბადოების დამუშავების ლიცენზიას საქართველოში, რაც ამ პროექტისათვის საჭირო ნედლი მასალის მიწოდებას უზრუნველყოფს. კომპანიის განცხადების თანახმად, საქართველო Pioneer Cement- აძლევს შესაძლებლობას, ახლო აღმოსავლეთის ბაზრიდან გადაინაცვლოს ახალ ბაზარზე, რომელიც მზარდი ინფრასტრუქტურით ხასიათდება და განიცდის კლინკერისა და მაღალი ხარისხის ცემენტის დეფიციტს.   

ცემენტის ქარხანა თბილისის ახლოს და კირქვის საბადოების მიმდებარედ აშენდება. პროექტის სესხებისა და წილების შეთანხმებები ამჟამად დასრულებულია და ქარხნის მშენებლობის დაწყება დაგეგმილია 2019 წლის მეოთხე კვარტლიდან.

პროექტის ღირებულება შეფასებულია 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.

„ჩვენ დავიწყეთ გაფართოების საკმაოდ ამბიციური სტრატეგიის განხორციელება რეგიონში, განსაკუთრებული ფოკუსით აფრიკასა და მის მეზობელ ქვეყნებზე. ამ თვალსაზრისით, საქართველოში Pioneer Cement Georgia-ს პროექტის დაწყება წარმოადგენს მნიშვნელოვან გეოგრაფიულ დივერსიფიკაციას“, - განაცხადა  RCC Group-ის გენერალურმა დირექტორმა ჯოუი გოუშმა.

პროექტზე საუბრისას, Pioneer Cement-ის გენერალურმა დირექტორმა ბ.ს. რაჯანმა, აღნიშნა: "საქართველოს მიმართულებით გაფართოება წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს Pioneer-ისა და მისი დედობილი კომპანიისათვის Raysut, რადგანაც ეს ნიშნავს განსხვავებული ბაზრის გახსნას ჩვენთვის და გულისხმობს როგორც ზრდის შესაძლებლობებს ასევე, ახალ გამოწვევებსაც. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს   ეტაპი სამომავლოდ კიდევ უფრო გააძლიერებს და სრულყოფს ჩვენს სტრატეგიას რეგიონულ და გლობალურ ბაზრებზე და ჩამოყალიბდება როგორც განვითარების პარტნიორი ეკონომიკის კუთხით უფრო ფართო გეოგრაფიულ არეალზე.“

Raysut-ის საქართველოს მიმართულებით გაფართოებასთან დაკავშირებით, კომპანიამ გააკეთა განცხადება მიწის საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ. სერვისების შეთანხმება გაფორმდა კომპანიასთან Port of Duqm Company SAOC, რომელიც მიზნად ისახავს ახალი საფქვავი საწარმოს გახსნას ომანის სასულთნოში და გულისხმობს 30 მლნ დოლარის ინვესტიციას. აღნიშნული ქარხნის დაარსება წარმოადგენს ადგილობრივ და რეგიონულ ბაზრებზე კომპანიის გაფართოების ამბიციური სტრატეგიის ნაწილს.

მიმდინარე წელს, Raysut-სა და MSG Group-ს შორის აღმოსავლეთ აფრიკაში დაწყებული თანამშრომლობის შედეგად, შეიძინა ცემენტის ქარხანა Sohar Cement Factory LLC 60 მლნ დოლარად. კომპანია ასევე გეგმავს 40 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ცემენტის საფქვავი საწარმოს გახსნას ბერბერაში, სომალილენდში.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ბანკომატების რაოდენობა - საერთაშორისო შედარება

11 ნოე 2019კვირის გრაფიკი

  ბანკომატების რაოდენობა საქართველოში მსგავსი განვითარების ქვეყნებთან შედარებით მაღალია. მსოფლიო ბანკის გლობალური ფინანსური განვითარების მონაცემებით ბანკომატების რაოდენობა...

განათლების ხარჯების ეფექტიანობა საქართველოში

4 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში განათლებაზე გაწეული სახელმწიფო ხარჯები სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალ-ეფექტიანია. საქართველოს მთავრობა განათლებაზე მშპ-ს 3.8%-ს ხარჯავს, დაახლოებით იმდენივეს რამდენსაც...

ბიზნესის კეთების სიმარტივის განახლებული რეიტინგები

28 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო მსოფლიოში მოწინავე ადგილზე რჩება. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით...