00:01 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ფინანსური განათლების დონე საქართველოში
არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნება“ საზოგადოებას სთავაზობს მშვიდ და საქმიან პოლიტიკას, სადაც იქნება მეტი პროფესიული დისკუსია და ნაკლები პიროვნული დაპირისპირებები

სიახლეები

სოფო კილაძე დაინტერესდა, რამდენად ხშირად იყენებს ლევან მიქაბერიძე სტრასბურგის გადაწყვეტილებებს მართლმსაჯულებაში

„თქვენ კარგად მოგეხსენებათ , რა დიდი მნიშვნელობა აქვს სტრასბურგის პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულებაში. თქვენ რამდენად ხშირად იყენებთ სტრასბურგის გადაწყვეტილებებს თქვენს არგუმენტაციაში, როგორც მოსამართლე?“- კითხვით მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ლევან მიქაბერიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.


„დავის სპეციფიკისა და კატეგორიის გათვალისწინებით ხდება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის და პრეცედენტული სამართლის გამოყენება. ნებისმიერი კატეგორიის საქმეზე მისი გამოყენება არარელევანტურია, თუმცა ისეთ   საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ადამიანის ძირითად უფლებებს და თავისუფლებებს შეეხება, ბუნებრივია, ვიყენებთ როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ თვითონ პრეცედენტი ეს არის კონვენციის დებულების შემავსებელი წინაპირობები. ცალკე აღებული ეს თუ ის დებულება, თუ ის არ განიმარტა პრეცედენტული გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, ვიწრო გაგებით შეიძლება იყოს გაზიარებული და აღქმული ამა თუ იმ გადაწყვეტილებაში და ამან შეიძლება მეტ-ნაკლებად შელახოს ადამიანის უფლება ან უფრო ფართო განმარტება მისცეს ადამიანის უფლებების ფარგლებს. რა თქმა უნდა, ვიყენებთ აღნიშნულ გადაწყვეტილებებს ცალკეული საკითხების დროს. ეს შეეხება პროცესუალურ საკითხებს, თუნდაც სარჩელის დასაშვებობის პირობებს, როცა სახელმწიფო ბაჟის გადავადების საკითხი წყდება ან გათავისუფლება ბაჟისგან ან გათავისუფლებაზე უარის თქმის საფუძველი და მატერიალური უფლების გადაწყვეტის ფარგლებშიც, როდესაც ხდება ამა თუ იმ პრობლემატური საკითხის მოგვარება და გვეხმარება ეს ყველაფერი იმაში, რომ უფრო დასაბუთებული და დამაჯერებელი გავხადოთ შიდა კანონმდებლობის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება“, -განაცხადა ლევან მიქაბერიძემ. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში საშუალო განათლების ხარისხი გაუარესდა!

9 დეკ 2019კვირის გრაფიკი

გასულ კვირას გამოქვეყნებული ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის კვლევების მიხედვით, ქართველ მოსწავლეთა საშუალო შეფასება გაუარესდა. ე.წ პიზას კვლევების მიხედვით...

რამდენად მაღალია ქართველი მამაკაცი?

2 დეკ 2019კვირის გრაფიკი

მამაკაცის საშუალო სიმაღლით საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის 44-ე ადგილზეა. “WorldData”-ს მონაცემების მიხედვით საქართველოში მამაკაცის საშუალო სიმაღლე შეადგენს 175 სმ-ს, რაც აღემატება...

ბევრი მოხუცი, ცოტა ახალგაზრდა - საქართველოს დემოგრაფიული თავსატეხი

25 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველო სერიოზული დემოგრაფიული პრობლემის წინაშეა. ის რომ ბოლო 30 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა ყველასთვის ცნობილია. თუმცა, მთავარი პრობლემა მდგომარეობს...

პოპულარული

 მსოფლიოს 15 უმსხვილესი კომპანია

მსოფლიოს 15 უმსხვილესი კომპანია

18 ნოემბერი, 2019კვირის გრაფიკი

რამდენად მაღალია ქართველი მამაკაცი?

რამდენად მაღალია ქართველი მამაკაცი?

2 დეკემბერი, 2019კვირის გრაფიკი