00:44 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გივი მიქანაძემ ევროპის საბჭოში გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების აპარატის უფროსების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პარლამენტის სახელით მადლობას ვუხდი ჩვენს კოლეგებს აშშ კონგრესში, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისთვის!

სიახლეები

 თბილისში უკვე 11 000-მდე A კატეგორიის ტაქსი მოძრაობს

დედაქალაქში, A კატეგორიაში რეგისტრირებული ტაქსების რაოდენობა უკვე 11 000-ს აღწევს, ხოლო მუნიციპალიტეტიდან გაცემულია 9000-მდე ტაქსის მანათობელი ნიშანი.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, ტაქსის რეფორმა, რომელიც წარმატებით განხორციელდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებასთან და მეტროს რეაბილიტაციასთან ერთად, სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია.

„მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტების მხრიდან მოდიოდა შემოტევები ამ რეფორმაზე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეფორმა შედგა. დღეს, ქალაქში მოძრაობს 11 000-მდე ტაქსი. პირველი დღეების განმავლობაში გაცილებით ნაკლები, 2000-მდე იყო, თუმცა მათი რაოდენობა გაიზარდა და გასულ კვირას უკვე 8000-მდე ტაქსი ემსახურებოდა მოსახლეობას. ყოველდღიურად იმატებს ტაქსების რიცხვი და ჩვენ ყველას ვაძლევთ შესაძლებლობას, ჩაერთოს ამ რეფორმაში. პირველ რიგში, მწყობრში მოიყვანოს თავისი ავტომობილი, რადგან რეგისტრირებული ტაქსების დაახლოებით 30 პროცენტმა ვერ გაიარა ტექდათვალიერება. ასეთი ტაქსების გადაადგილება პრობლემას წარმოადგენს მძღოლებისთვის და მგზავრებისთვის. თუ მძღოლები მოაწესრიგებენ ავტომობილებს იმ სტანდარტის შესაბამისად, რაც ჩვენ გვაქვს გაცხადებული, რა თქმა უნდა, მათ მიეცემათ შესაძლებლობა, დარეგისტრირდნენ A კატეგორიაში ან B კატეგორიაში გააგრძელონ მუშაობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი, საჭიროების შემთხვევაში დამატებით შეისყიდის ტაქსის მანათობელ ნიშნებს.

„დღისათვის, 9000-მდე მანათობელი არის გაცემული. ვფიქრობ, ძალიან ლამაზია და მოუხდა ქალაქს. მგზავრებსაც მარტივად შეუძლიათ განასხვავონ დაკავებული და თავისუფალი ტაქსი. თუ გაიზრდება A კატეგორიის ტაქსების რიცხვი, დამატებით შევისყიდით მანათობლებს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ბანკომატების რაოდენობა - საერთაშორისო შედარება

11 ნოე 2019კვირის გრაფიკი

  ბანკომატების რაოდენობა საქართველოში მსგავსი განვითარების ქვეყნებთან შედარებით მაღალია. მსოფლიო ბანკის გლობალური ფინანსური განვითარების მონაცემებით ბანკომატების რაოდენობა...

განათლების ხარჯების ეფექტიანობა საქართველოში

4 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში განათლებაზე გაწეული სახელმწიფო ხარჯები სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალ-ეფექტიანია. საქართველოს მთავრობა განათლებაზე მშპ-ს 3.8%-ს ხარჯავს, დაახლოებით იმდენივეს რამდენსაც...

ბიზნესის კეთების სიმარტივის განახლებული რეიტინგები

28 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო მსოფლიოში მოწინავე ადგილზე რჩება. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით...