14:02 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ილურიძის ქუჩის გაგრძელებაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
გივი მიქანაძემ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

სიახლეები

ოთარ დანელია პოლონეთის დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია პოლონეთის ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტოს (PAIH) თბილისის ოფისის წარმომადგენლებს  შეხვდა.

 

მხარეებმა ქართულ-პოლონური ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. გაეცნენ პოლონეთის ინვესტიციების  და ვაჭრობის სააგენტოს (PAIH) მიერ საქართველოში დაგეგმილი პროექტებსა და აქტივობებს.

 

 

 

შეხვედრას ესწრებოდა ასევე პოლონური კომპანია „Tigmet-ის“ ხელმძღვანელი ლუბომირ ბოგუში. აღნიშნული კომპანია მანქანა-დანადგარებს /აღჭურვილობებს რძისა და კვების პროდუქტების საწარმოო ტექნოლოგიურ ხაზს აწარმოებს. 

 

 

 

კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმრებს საქართველოს რძის წარმოების და კვების მრეწველობის დარგში არსებული გამოწვევები და საკანონმდებლო რეგულაციები გააცნო.

 

 

 

„ნატურალური რძის პროდუქტების და, განსაკუთრებით, ყველის წარმოება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება. განსაკუთრებულად გაიზარდა მოთხოვნა ნედლ რძეზე მას შემდეგ, რაც ჩვენ პრაქტიკაში დავნერგეთ რძისა და რძის პროდუქტების რეგლამენტი,“- განაცხადა ოთარ დანელიამ.

 

 

 

შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება ადგილობრივი რძისა და რძის პროდუქტების წარმოების განვითარების პერსპექტივებს და მსოფლიო ბაზარზე მისი პოპულარიზაციის საკითხებს დაეთმო.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა მსოფლიოში

29 ივნ 2020კვირის გრაფიკი

  კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ ათ მილიონს გადააჭარბა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცმებით 28 ივნისის ჩათვლით მსოფლიოში დაფიქსირებულია კორონავირუსის 10,111,259...

კორონავირუსი და მშპ-ს რეალური ზრდა

22 ივნ 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოშირეალური მშპ  პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.7%-ით შემცირდა. აღნიშნული კლება აღემატება ევროპის საშუალო კლებას (-2.2%). რეალური მშპ-ს...

კორონავირუსის ზეგავლენა საქართველოს ბიუჯეტზე

15 ივნ 2020კვირის გრაფიკი

      2020 წლის აპრილის თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები შემცირდა 13%-ით. საგადასახადო შემოსავლების კლება ნაწილობრივ...

პოპულარული