07:13 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გიგი წერეთელმა ევროპის პარლამენტში შეხვედრები გამართა
ილურიძის ქუჩის გაგრძელებაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

სიახლეები

ზაზა გაბუნია - სასკოლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის 2018-2020 წლების სტრატეგიისა და 2019 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, საჯარო სკოლების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის 2019 წელს არსებული მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ  ანგარიში მოისმინა.

 

სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია უძღვებოდა. სხდომაზე ძირითადი მომხსენებელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი იყო, რომელმაც წარმოადგინა ინფორმაცია საჯარო სკოლების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ წელს ადგილობრივი ბიუჯეტებიდან და რეგიონული განვითარების ფონდიდან გაცილებით მეტი თანხები დაიხარჯა სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებზე, ვიდრე გასულ წლებში.

 

ილია ბეგიაშვილის განცხადებით, წელს მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელდა როგორც ბაღების მშენებლობა, ასევე ბაღების რეაბილიტაცია. ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა 8 ბაღის მშენებლობა ღირებულებით 4 412 000 ლარი, ხოლო სხვადასხვა სახის რეაბილიტაცია ჩაუტარდა 213 ბაღს, რისთვისაც  6 321 000 ლარი დაიხარჯა.

 

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, 2019 წელს 14 ბაღის მშენებლობა დაიწყო და რეაბილიტაცია 259 ბაღს ჩაუტარდა. საერთოდ  კი, ბაღების რეაბილიტაცია - მშენებლობაზე დახარჯულმა თანხებმა ჯამში 19 მლნ ლარი შეადგინა.  

 

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კი მიმდინარე წელს 6 ბაღის მშენებლობა დაფინანსდა, საერთო  ღირებულებით 1 350 000 ლარი, ხოლო რეაბილიტაცია ჩაუტარდა 46 ბაღს, რისთვისაც 6 944 000 ლარი დაიხარჯა.

 

როგორც ილია ბეგიაშვილმა განაცხადა, წელს პირველად მოხდა, რომ 57 მუნიციპალიტეტს,  თბილისის და აჭარის გარდა, მთავრობის განკარგულებით, სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის 40 მლნ  ლარამდე  გამოეყო.  ამ მიმართულებით განისაზღვრა ოთხი  პრიორიტეტი: სახურავების მოწესრიგება, კარ-ფანჯრების გამოცვლა, გათბობის სისტემის დამონტაჟება, სველი წერტილების მოწესრიგება. შედეგად, რეაბილიტაცია  ჩაუტარდა 640 სკოლას, სადაც განხორციელდა 767 პროექტი და, შესაბამისად, ამ  პროექტების მიხედვით, მოეწყო სველი წერტილები, გათბობის სისტემები,  ელექტროგაყვანილობა, შეიცვალა კარ-ფანჯრები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტდარბაზებს და მოეწყო მინი-მოედნები.

 

კომიტეტის წევრებს მუნიციპალური განვითარების ფონდის განსახორციელებელ გეგმებზე ისაუბრა ამავე  ფონდის დირექტორის პირველმა  მოადგილემ დავით ტაბიძემ.

თბილისის ბაგა-ბაღებში არსებული ვითარების, პრობლემებისა და  პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბაგა-ბაღების სააგენტოს უფროსმა კახა გვანცელაძემ, რომლის ინფორმაციითაც, თბილისში არსებული 185 ბაღი 62 ათას ბავშვს ემსახურება, მაგრამ მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ბაღების ეს რაოდენობა საკმარისი არ არის. მან სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება.

 

სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და კომიტეტის წევრებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს როგორც ძირითადი მომხსენებლისგან, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძისგან. 

სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა ის ფაქტი, რომ საპარლამენტო კონტროლის განხორციელების თვალსაზრისით, მსგავსი საკომიტეტო მოსმენები, რომლებიც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში ტრადიციად იქცა,  არის ძალიან ეფექტური და იძლევა იმის შესაძლებლობასაც, რომ გარკვეულ საკითხებზე რეაგირება ბევრად უფრო ოპერატიულად მოხდეს.

 

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მაჟორიტარ დეპუტატებთან აქტიური კომუნიკაცია ეხმარებათ სრული ინფორმაციის მიღებასა და საქმიანობის სწორად დაგეგმვაში, და  კომიტეტთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებენ.

 

„დღევანდელი სხდომაც აჩვენებს, რომ ჩვენ ვახდენთ პოლიტიკის ფორმირებას, მათ შორის ჩანს ისიც, რომ სამინისტროებს აქვს ხედვები და გეგმები და ისინი მუშაობენ, თუმცა სხდომაზე დასმული აქცენტები მნიშვნელოვანია და გასათვალისწინებელი“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ და იმედი გამოთქვა, რომ სხდომაზე კომიტეტის წევრების მიერ წამოჭრილი საკითხები აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან სამუშაო პროცესში იქნება გათვალისწინებული.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა მსოფლიოში

29 ივნ 2020კვირის გრაფიკი

  კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ ათ მილიონს გადააჭარბა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცმებით 28 ივნისის ჩათვლით მსოფლიოში დაფიქსირებულია კორონავირუსის 10,111,259...

კორონავირუსი და მშპ-ს რეალური ზრდა

22 ივნ 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოშირეალური მშპ  პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.7%-ით შემცირდა. აღნიშნული კლება აღემატება ევროპის საშუალო კლებას (-2.2%). რეალური მშპ-ს...

კორონავირუსის ზეგავლენა საქართველოს ბიუჯეტზე

15 ივნ 2020კვირის გრაფიკი

      2020 წლის აპრილის თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები შემცირდა 13%-ით. საგადასახადო შემოსავლების კლება ნაწილობრივ...

პოპულარული