15:11 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მარიამ ჯაში: იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ისტორია და მათ გმირობაზე შექმნილი ფილმი „შინდისი“ ოსკარზე წარსადგენი უცხოური ნამუშევრების ხუთეულში მოხვდება.
არჩილ თალაკვაძე: ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებში მოცემულ რამდენიმე ძირითად საკითხზე მიღწეულია შეთანხმება

სიახლეები

 მოსკოვის გამზირზე მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცე გაიხსნა

მოსკოვის გამზირზე, N36 და N36 კორპუსების მიმდებარედ მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცე მოეწყო. სკვერის სადღესასწაულო გახსნას დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაესწრო.

კახა კალაძის თქმით, სკვერების მოწყობა-რეაბილიტაციას ყველა რაიონში სათანადო ყურადღება მიექცევა. მან პროექტის განხორციელებისთვის სამგორის გამგეობას მადლობა გადაუხადა.

"ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს აქ და მიხარია, რომ მათ ექნებათ შესაძლებლობა, ნორმალური პირობები ჰქონდეთ, გამოვიდნენ და დაისვენონ. ბავშვებისთვის ფეხბურთისა და კალათბურთის მოედანიც გაკეთდა. ყველანაირი სივრცე მოეწყო, რაც ამ პატარა ტერიტორიაზე იყო შესაძლებელი.

ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ. მთავარი ამოცანაა, ყველა რაიონში და ყველა უბანში შევიდეთ. ყველგან გვაქვს მიდგომა, რომ ასეთი სკვერები გავამწვანოთ და მოვაწესრიგოთ", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ახლადგახსნილ სკვერში თბილისის მერიისბიგ ბენდისკონცერტი გაიმართა. საკონცერტო რეპერტუარი სოლო შემსრულებლებმა წარმოადგინეს. ასევე, ჩატარდა სხვადასხვა სპორტული აქტივობა.

სკვერისთვის კეთილმოეწყო 2 300 კვ. ფართობის ტერიტორია და განთავსდა როგორც დასასვენებელი, ისე სპორტული ინფრასტრუქტურა. მათ შორის, საბავშვო გასართობი მოედანი და კომბინირებული სპორტული მოედანი. გარდა ამისა, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, ტერიტორიაზე მოეწყო ორი დასასვენებელი პავილიონი. ასევე, ფიტნეს ზონა, რომელიც ათ ტრენაჟორს მოიცავს.

რეკრეაციული სივრცე შემოიფარგლა დამცავი ღობით, დაიდგა ჩოგბურთის მაგიდები, სასმელი წყლის შადრევნები, საბაღე სკამები და ურნები. დამონტაჟდა გარე განათების სისტემა და საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა.

სკვერის მოწყობამდე, აღნიშნულ მისამართზე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები და სრულად შეიცვალა წყალარინების სისტემა, ასევე, 3 200 კვ. ფართობზე დაიგო ასფალტის საფარი.

მულტიფუნქციური სივრცის მოწყობის სამუშაოები სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანიაალგე ჯგუფმაგანახორციელა. პროექტის შესრულებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 254 500 ლარი გამოიყო.

სკვერის გახსნის საზეიმო ღონისძიებას თბილისის მერთან ერთად მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი მარიამ ჯაში, საკრებულოს დეპუტატები ქეთევან მამულაშვილი და გიორგი დოხტურიშვილი დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შედარება

11 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. სიკვდილიანობის დონე გამოითვლება როგორც გარდაცვლილთა...

პოპულარული

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაისი, 2020კვირის გრაფიკი