20:02 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
1 ნოემბერს „გალერეა ვერეში“ ფოტოხელოვან ომო გეთის პერსონალური გამოფენა - Sense 7 გაიმართება
საკანონმდებლო ორგანოში „ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს მოუსმინეს

სიახლეები

მერაბ ქვარაიამ "სამოქალაქო ბიუჯეტი საქართველოში" პროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

 

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაიამ "სამოქალაქო ბიუჯეტი საქართველოში" პროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროექტი "სამოქალაქო ბიუჯეტი" არის საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს მიმართულება ერთგვარი სიახლეა, რომელიც რამდენიმე წელია უკვე საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით ვითარდება ჩვენს ქვეყანაში.

 

იგი არის მოქალაქეთა ჩართულობისა და მონაწილეობის ეფექტური ინსტრუმენტი, რა დროსაც მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა უშუალოდ, თავად წარმოაჩინონ პრობლემები, რომელიც მათ აწუხებთ, წარმოადგინონ პროექტები, ლობირება გაუწიონ მათ, არჩევნების გზით მიაღწიონ გამარჯვებას - დაფინანსებას შემდგომი წლის ბიუჯეტში და შესაბამისად ამ პროექტების განხორციელებას.

 

„პროცესი არის ძალიან საინტერესო, მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებული და ჩართულობის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებით აღჭურვილი. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ რომ სწორედ პარლამენტში უნდა მომხდარიყო ამ საკითხზე მსჯელობა. თუ ჩავთვლით, რომ ამ პროექტს ჭირდება საკანონმდებლო მხარდაჭერა,  ჩვენ მზად ვართ წავიდეთ ამ მიმართულებით, ვითანამშრომლოთ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, მოვამზადოთ შესაბამისი საკანომდებლო წინადადება და ავსახოთ კანონმდებლობაში“,-განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ მერაბ ქვარაიამ.

 

მისივე განცხადებით, პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია 29 ნოემბერს გაიმართება, სადაც საბოლოოდ შეჯერდება ჩართული მხარეების პოზიციები, პროექტის საქართველოს კანონმდებლობაში ასახვასთან დაკავშირებით.

 

შეხვედრის მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის წევრები, სამოქალაქო, არასამთავრობო სექტორის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ექსპერტები იღებდნენ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შედარება

11 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. სიკვდილიანობის დონე გამოითვლება როგორც გარდაცვლილთა...

პოპულარული

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაისი, 2020კვირის გრაფიკი