სიახლეები
1 ნოემბერს „გალერეა ვერეში“ ფოტოხელოვან ომო გეთის პერსონალური გამოფენა - Sense 7 გაიმართება
7 Sense - ხელოვნების ორ უმნიშვნელოვანეს დარგს- მუსიკასა და შეყოვნებულ წამს აერთიანებს; წამს, მოცემული ფოტო მასალა წარმოადგენს გრძნობებისა და შუქჩ-რდილების დრამატულ პალიტრას, რომელიც დაკავშირებულია ფუჭად გაფლანგულ დროსთან... ფოტოგრაფი პრიორიტეტად მიიჩნევს ველურ, ბავშვურ მავნე ჩვევებს, რომლებიც განპირობებულია კინემატოგრაფიისადმი ლტოლვით და დროით, რომელიც ოცნების მოლოდინში დაიკარგა.
გამოფენის მიზანია აჩვენოს ინდივიდუალიზმის მნიშვნელობა, რადგან სწორედ ისაა წყარო სხვა ველური, მაგრამ წრფელი სილამაზისა.
ომო გეთი ფოტოგრაფიამ 20 წლის ასაკში გაიტაცა. თბილისში სამხატვრო აკადემიის, არქტიექტურის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ კი გერმანიაში გადავიდა სასწავლებლად. ომო პიტერ ლინდბერგისა და „ჰენსელის“ მასტერკლასების გავლის შემდეგ, მუშაობდა ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა: Culture, Timezone და Olymp. პარალელურად მუშაობდა სათვალეების კომპანიაში და თანამშრომლობდა მსოფლიოს ისეთ ცნობილ ბრენდებათან, როგორიც არის: Amg, Lunor, D&G, Monocool, Ici Berlin. მისთვის დღემდე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სტივ ჯობსის სათვალის სერიულ წარმოებაზე მუშაობა, რომელეც სათვალეების ცნობილმა კომპანიამ Lunor - მა დაუკვეთა.
ომო გეთი შვეიცარიასა და გერმანიაში გამართული გამოფენების შემდეგ, 1ნოემბერს საქართველოში თავის პირველ პერსონალურ გამოფენას გამართავს.
მსგავსი სიახლეები

18 მარ 2021ხელოვნება
მიხეილ სარჯველაძე ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

22 ნოე 2019ხელოვნება
22-23 ნოემბერს თბილისში მუსიკის ფორუმი გაიმართება
კვირის გრაფიკი
ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე
9 აგვ 2021კვირის გრაფიკი
საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...
ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო
6 აგვ 2021კვირის გრაფიკი
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...
ფინანსური სისტემების განვითარების დონე მსოფლიოსა და საქართველოში
2 აგვ 2021კვირის გრაფიკი
ფინანსური განვითარების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 77-ე ადგილზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოში აღნიშნული ინდექსი შეადგენს 0.30-ს, რაც მსოფლიოს საშუალო...