10:45 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
სოფო კილაძემ საქართველოს პარლამენტში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ულრიკ ტიდესტრომს უმასპინძლა
სოფო კილაძე ეთნიკური უმცირესობების უფლებებისა და ინტეგრაციის მხრდამჭერი პროექტის პრეზენტაციას დაესწრო

სიახლეები

ფერის სტანდარტის დარღვევისა და ნებართვის არქონის გამო, პირველ ოქტომბერს დაჯარიმებულ ტაქსის მძღოლებს ჯარიმები ჩამოეწერებათ

ფერის სტანდარტის დარღვევისა და ნებართვის არქონის გამო, პირველ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლები ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, პარლამენტი ერთჯერადი ამნისტიის აქტს გამოსცემს.

„როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტი ამნისტიის კანონს იხილავს. ამ დღეებში პირველი მოსმენით განიხილეს კანონპროექტი. თქვენ იცით, რომ  ერთჯერადი ამნისტიის აქტი გამოიცემა და ეს ჯარიმები იქნება ჩამოწერილი. ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებსაც პირველ ოქტომბერს საპატრულო პოლიციამ გამოუწერა ჯარიმა ფერის სტანდარტის დარღვევის გამო. ესენი არიან ის ტაქსის მფლობელები, რომლებსაც ჰქონდათ ტაქსის ნებართვა, მაგრამ ავტომანქანა არ იყო თეთრი. ასევე, გათავისუფლდებიან პირები, რომლებსაც 30 სექტემბერს გაუვიდათ ნებართვის მოქმედების ვადა და პირველ ოქტომბერს დაჯარიმდნენ ნებართვის არქონის გამო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან მხოლოდ ეს ორი კატეგორია გათავისუფლდება. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი