23:19 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
იუსტიციის მინისტრი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა IFC-თან თანამშრომლობით მდგრადი დაფინანსების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

სიახლეები

ანრი ოხანაშვილი: აშშ და USAID მზად არიან დაგვეხმარონ მართლმსაჯულების სფეროში წარმატებული და დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში

ურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ვაშინგტონის ოფისის კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების საკითხებში უფროს მრჩეველს, ენდრიუ სოლომონს შეხვდა.

ანრი ოხანაშვილმა USAID - ის წარმომადგენელს საქართველოში მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო.

„სტუმარს დეტალურად ავუხსენი ის რეფორმა, რომელიც სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის სახით ხორციელდება და ის პროცესი, რომელიც საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ჩვენ ვისაუბრეთ, ასევე, მართლმსაჯულების სფეროში განსახორციელებელ რეფორმებზე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობას და კიდევ უფრო მეტ ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე, რაც კიდევ უფრო გაზრდის დემოკრატიის ხარისხს და კიდევ უფრო მეტად უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის აწევას საქართველოში“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თმით, აშშ-ი ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია და მრავალი მიმართულებით, განსაკუთრებით მართლმსაჯულების სფეროში მნიშვნელოვან მხარდაჭერას ახორციელებს საქართველოსთვის.

„ეს არის კიდევ ერთი გზავნილი, რომ აშშ-ი და USAID მზად არიან მრავალი მიმართულებით დაგვეხმარონ მართლმსაჯულების სფეროში წარმატებული და დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში საშუალო განათლების ხარისხი გაუარესდა!

9 დეკ 2019კვირის გრაფიკი

გასულ კვირას გამოქვეყნებული ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის კვლევების მიხედვით, ქართველ მოსწავლეთა საშუალო შეფასება გაუარესდა. ე.წ პიზას კვლევების მიხედვით...

რამდენად მაღალია ქართველი მამაკაცი?

2 დეკ 2019კვირის გრაფიკი

მამაკაცის საშუალო სიმაღლით საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის 44-ე ადგილზეა. “WorldData”-ს მონაცემების მიხედვით საქართველოში მამაკაცის საშუალო სიმაღლე შეადგენს 175 სმ-ს, რაც აღემატება...

ბევრი მოხუცი, ცოტა ახალგაზრდა - საქართველოს დემოგრაფიული თავსატეხი

25 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველო სერიოზული დემოგრაფიული პრობლემის წინაშეა. ის რომ ბოლო 30 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა ყველასთვის ცნობილია. თუმცა, მთავარი პრობლემა მდგომარეობს...

პოპულარული

 მსოფლიოს 15 უმსხვილესი კომპანია

მსოფლიოს 15 უმსხვილესი კომპანია

18 ნოემბერი, 2019კვირის გრაფიკი

რამდენად მაღალია ქართველი მამაკაცი?

რამდენად მაღალია ქართველი მამაკაცი?

2 დეკემბერი, 2019კვირის გრაფიკი