18:30 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
კახა კალაძე: ჩვენი ეკლესიის წიაღში ძალიან ბევრი იყო გამარჯვება, იყო პრობლემებიც, სირთულეები, თუმცა ის ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი თვითმყოფადობის ფუნდამენტი
ანრი ოხანაშვილი: აშშ და USAID მზად არიან დაგვეხმარონ მართლმსაჯულების სფეროში წარმატებული და დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში

სიახლეები

იუსტიციის მინისტრი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა

ვიცეპრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულების პრეზენტაციას დაესწრო. ღონისძიება, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის ორგანიზებით გაიმართა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა.


იუსტიციის მინისტრმა სახელმწიფო ინსპექტორის რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრო, როგორც რეფორმის ავტორი უწყება, მიესალმება კანონის პრაქტიკაში განხორციელებას:

„იუსტიციის სამინისტრო 2013 წლიდან მუშაობს ამ რეფორმაზე. ჩვენ ვიყავით უწყება, რომელსაც მართლა სჯეროდა, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი ქვეყანაში უნდა ამოქმედებულიყო. 2019 წლის 1-ლი ნოემბრიდან, 7-წლიანი პროცედურის შემდეგ, ჩვენ დავინახავთ ჩვენივე რეფორმის პრაქტიკაში განხორციელების დასაწყისს“, − აღნიშნა თეა წულუკიანმა და მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, რომელიც რეფორმაზე მუშაობის პროცესში თავიდანვე იყო ჩართული.

იუსტიციის მინისტრის თქმით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედება მოწმობს იმას, რომ საქართველოში ძალოვანი უწყებები ღია და გამჭვირვალეა.

„საპატიმროებში, პოლიციაში თუ სხვაგან შეიძლება იყოს ცალკეული შემთხვევა, როდესაც რომელიმე საჯარო მოხელეს უმტყუნებს ნერვები, იმიტომ, რომ ისინი რთულ პირობებში მუშაობენ, მაგრამ ჩვენ ვართ ის სახელმწიფო, სადაც ასეთ ცალკეულ შემთხვევას ობიექტურად და სამართლიანად გამოიძიებს არა ჩვენივე უწყება, არამედ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორი“, − თქვა მან.

იუსტიციის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პენიტენციური სისტემა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატთან მჭიდროდ ითანამშრომლებს.

„იმედი მაქვს, რომ ეს თანამშრომლობა საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახებს იმას, რაც ისედაც იცის − რომ საპატიმროებში ადამიანის უფლებები, უკვე მე-8 წელია, არის მთავარი“, − დასძინა თეა წულუკიანმა და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს წარმატებები უსურვა.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტარები, სხვა სახელმწიფო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ბანკომატების რაოდენობა - საერთაშორისო შედარება

11 ნოე 2019კვირის გრაფიკი

  ბანკომატების რაოდენობა საქართველოში მსგავსი განვითარების ქვეყნებთან შედარებით მაღალია. მსოფლიო ბანკის გლობალური ფინანსური განვითარების მონაცემებით ბანკომატების რაოდენობა...

განათლების ხარჯების ეფექტიანობა საქართველოში

4 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში განათლებაზე გაწეული სახელმწიფო ხარჯები სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალ-ეფექტიანია. საქართველოს მთავრობა განათლებაზე მშპ-ს 3.8%-ს ხარჯავს, დაახლოებით იმდენივეს რამდენსაც...

ბიზნესის კეთების სიმარტივის განახლებული რეიტინგები

28 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო მსოფლიოში მოწინავე ადგილზე რჩება. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით...