სიახლეები
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე დღეს გერმანიის საელჩოს ეკონომიკურ ატაშეს იან ბიტნერს შეხვდა.
გერმანიის საელჩოს ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები განიხილეს. გერმანელი დიპლომატი განსაკუთრებით დაინტერესდა კომიტეტის როლზე ბიუჯეტის დაგეგმვის და მისი აღსრულების პროცესში საპარლამენტო ზედამხედველობის ფორმებზე.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტებთან დაკავშირებით. ირაკლი კოვზანაძის თქმით, საბიუჯეტო პროცესი გრძელდება და პარლამენტში მთავრობიდან 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია მომავალ კვირაში შემოვა. „2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით ძალიან შრომატევადი და სკურპულოზური მუშაობა გველოდება“-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ. მისი თქმით, კანონპროექტში წარმოდგენილია ეკონომიკური სტაბილურობისთვის საჭირო ყველა აუცილებელი პარამეტრი. მათ შორის ბიუჯეტი მშპ-ს 5%-იან ზრდაზეა დაგეგმილი. ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის 2,7%-ის დონეზე, შენარჩუნების პირობებში, კიდევ უფრო გაზრდილია თანხები სოციალური მიმართულებებით. 2020 წელს ქვეყანა 14 მილიარდ 212 მილიონს დახარჯავს, 800 მილიონი ლარით მეტს ვიდრე 2019 წელს. მომავალი წლიდან დაგეგმილია პენსიებისა და ხელფასების ზრდა.
მსგავსი სიახლეები

14 იან 2021პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური : „პენიტენციურ დაწესებულებებში ვირუსთან ბრძოლის მიმართულებით საქართველო წარმატებული ქვეყანაა“

14 იან 2021პოლიტიკა
გიორგი ამილახვარი: პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდთან ბრძოლის მიმართულებით ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი წარმატებულია, ამას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აღიარებენ

14 იან 2021პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე ჰუბერტ ქნირშს შეხვდა
კვირის გრაფიკი
კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იან 2021კვირის გრაფიკი
მართალია ისტორიაში ყველაზე დიდი გლობალური ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს, ვაქცინაზე ადექვატური წვდომა ძირითადად მხოლოდ შეძლებულ ქვეყნებს აქვთ. Bloomberg-ის მონაცემებით...
სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იან 2021კვირის გრაფიკი
უფრო მდიდარ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები უფრო ნაკლებ დროს ატარებენ სამუშაოზე. Ourworldindata-ს მიხედვით ქვეყნებში სადაც წლიურად ნამუშევარი საათების რაოდენობა ნაკლებია 1700-ზე...
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვები მსოფლიოში
28 დეკ 2020კვირის გრაფიკი
მსოფლიოს განვითარებულმა სახელმწიფოებმა კორონავირუსის ვაქცინები მათთვის საკმარისი რაოდენობით უკვე დაიჯავშნეს. ვინაიდან ვაქცინები თავდაპირველ ეტაპზე შეზღუდული რაოდენობით...
პოპულარული

მსოფლიოს ენერგიის პრობლემა
21 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვები მსოფლიოში
28 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი
