სიახლეები
_ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ეკლესიის შიგნით არსებულ ვითარებას ძირეულად აღიქვამს. იმედი მაქვს, კიდევ დიდხანს იქნება მისი უწმინდესობა ჩვენი ეკლესიის სათავეში. პატრიარქი წარმოადგენს სიმბოლოს ჩვენი ეროვნული იდენტობის და გარკვეულწილად, სახელმწიფოებრიობის. ეკლესიის და პატრიარქის მიმართ ნასროლი ტალახი ისევ მის მსროლელს უბრუნდება და მომავალშიც დაუბრუნდებათ. მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი საარჩევნო წელია და აქედან გამომდინარე უფრო მეტად არიან გააქტიურებული ანტისახელმწიფოებრივი შიდა და გარე ძალები. ვფიქრობ, უნდა ველოდოთ კიდევ სხვადასხვა ინსტიტუტებში შეთითხნილ სკანდალურ ამბებს. საარჩევნო პერიოდში ეს პროცესი არ ჩაცხრება. დღეს იერიში უწმინდესზეა მიტანილი, შემდეგ ალბათ ეს პროცესი სხვადასხვა მიმართულებით გამოვლინდება და თან იქნება მცდელობები ხელისუფლებაზე გადაბრალების. ეკლესიაში ციხის შიგნიდან გატყდომის მცდელობაც ისევ იქნება, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში მოკალათებულ ნიღბოსანთა მხრიდან ნიღბების ჩამოხსნას. მათი მეშვეობით და კიდევ სხვათა შეთითხნილ სკანდალურ ამბებს უნდა ველოდოთ და ამისთვის საზოგადოება მზად უნდა იყოს. ზოგი მერე ბოდიშს მოიხდის, ზოგი - გაერიდება, ზოგს ალბათ მწარედ მოხვდება ამის გამო. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, სიმართლეს საფრთხე არ ემუქრება, ისევე როგორც ეკლესიას. ამდენი საუკუნის მანძილზე ეკლესიამ იმდენ რამეს გაუძლო, ამასაც გადაიტანს. თუმცა, ყველანი უნდა ვიყოთ ფხიზლად და მსგავს შეთითხნილ, შეურაცხმყოფელ ბრალდებებს სათანადოდ მყარად დავხვდეთ. რაც შეეხება პრობლემებს, რომელმაც საპატრიარქოში თავი მოიყარა, იმედი მაქვს, უწმინდესის და უნეტარესის სიბრძნით, აუცილებლად მშვიდობიანად მოგვარდება, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
მსგავსი სიახლეები

18 მარ 2021ხელოვნება
მიხეილ სარჯველაძე ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

22 ნოე 2019ხელოვნება
22-23 ნოემბერს თბილისში მუსიკის ფორუმი გაიმართება

1 ნოე 2019ხელოვნება
დედაქალაქის მერი OGP-სა და UNDP-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო
კვირის გრაფიკი
ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე
9 აგვ 2021კვირის გრაფიკი
საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...
ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო
6 აგვ 2021კვირის გრაფიკი
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...
ფინანსური სისტემების განვითარების დონე მსოფლიოსა და საქართველოში
2 აგვ 2021კვირის გრაფიკი
ფინანსური განვითარების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 77-ე ადგილზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოში აღნიშნული ინდექსი შეადგენს 0.30-ს, რაც მსოფლიოს საშუალო...