16:00 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ხიზანიშვილის ქუჩაზე ასფალტის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს
სოფიო ქაცარავა ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

სიახლეები

კახაბერ გვანცელაძემ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დედაქალაქის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. ამჟამად, დედაქალაქში 9 ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაგა-ბაღი შენდება, რომელთაგან ერთი - სოფელ ფონიჭალაში მდებარე N81 ბაგა-ბაღი, ნოემბრის შუა რიცხვებში გაიხსნება.

ახალი ბაღების მშენებლობით აღსაზრდელთა რაოდენობა 2500-ით გაიზრდება და 500-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება.

კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც სააგენტო ახორციელებს, დამატებითი კორპუსის მშენებლობაა. სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი თბილისის N10- ბაღის ტერიტორიაზე დასრულებულია, მიმდინარეობს შიდა სარემონტო და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები. აღნიშნული კორპუსი ექსპლუატაციაში წლის ბოლომდე შევა.

„2019 წელი უპრეცედენტო მასშტაბებისა და რაოდენობის ინფრასტრუქტურული პროექტებით დავიწყეთ. ახალი ბაღების პარალელურად, მიმდინარეობს მასშტაბური სარეაბილიტაციო- სარეკონსტრუქციო სამუშაოები N200, N126 და N12 ბაგა-ბაღებში, სადაც სააღმზრდელო პროცესში ნოემბრის შუა რიცხვებიდან განახლდება, ხოლო 2020 წელს დავასრულებთ N4, N55, N2 და N155 ბაგა-ბაღების შენობების სრულ რეაბილიტაციას,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

მისივე თქმით, მასშტაბური პროექტების პარალელურად, მუდმივად, მთელი წლის მანძილზე ხორციელდება შედარებით მცირე მასშტაბის, თუმცა ბაღების გამართული მუშაობისთვის აუცილებელი სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები, როგორიცაა შიდა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება-რეაბილიტაცია, ეზოების კეთილმოწყობა, ჯგუფებისა და სამზარეულოების რემონტი და სახურავების განახლება.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შედარება

11 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. სიკვდილიანობის დონე გამოითვლება როგორც გარდაცვლილთა...

პოპულარული

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაისი, 2020კვირის გრაფიკი