17:43 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ზვიად ძიძიგური: „ნაციონალური მოძრაობა მათი ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდან საქართველოს ეკლესიას ებრძოდა“
სოფიო ქაცარავა და ირინა ფრუიძე ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, აღმოსავლეთ პარტნიორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს კატარინა ვიზერს შეხვდნენ

სიახლეები

თამარ ხულორდავა და ოთარ კახიძე შვედეთის პარლამენტში „ახალი პოლიტიკური ხედვა აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის“  მაღალი დონის სემინარში  მონაწილეობენ

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა და პარლამენტის წევრი, ოთარ კახიძე შვედეთის პარლამენტში (რიკსდაგი) აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისადმი მიძღვნილ მაღალი დონის სემინარში - „ახალი პოლიტიკური ხედვა აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის“ მონაწილეობენ.

 

ღონისძიების მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პოლიტიკის განსაზღვრა და ამ პროცესში პარლამენტების და პარლამენტარების ჩართულობის მნიშვნელობა.

 

სემინარი შვედეთის პარლამენტის, რიკსდაგის თავმჯდომარემ, ანდრეას ნორლენმა გახსნა. მან ხაზი გაუსვა რიკსდაგის და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტებს შორის არსებულ თანამშრომლობის კარგ გამოცდილებას.

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში  თანამშრომლობის 10 წლის განმავლობაში საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებზე და განვითარების ხედვაზე ისაუბრა. განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა სამომავლო პოლიტიკის მიზნების პარტნიორების, უფრო მეტად კი,  ასოცირებული ქვეყნების მოლოდინებთან თანხვედრის აუცილებლობაზე.

 

დღის ბოლოს, შვედეთის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტში შეხვედრები  გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და მკვლევარებთან, რომლებმაც აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები წარმოადგინეს. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

21 სექ 2020კვირის გრაფიკი

       1GB მობილური ინტერნეტის ღირებულებით საქართველო ევროპაში ბოლოდან მერვე ადგილზეა. Cable.co.uk-ის მონაცემებით საქართველოში 1GB მობილური ინტერნეტის საშუალო ღირებულება შეადგენს $0.93, რაც...

განათლება ხარისხი ევროპაში

14 სექ 2020კვირის გრაფიკი

            განათლების საერთო ხარისხით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეოთხე ადგილზე იმყოფება. OWID-ის მონაცემებით საქართველოში განათლების ხარისხის ინდექსი 459.7-ს შეადგენს, რაც 10.5%-ით...

განათლების თაობათაშორისი მობილობა ევროპაში

7 სექ 2020კვირის გრაფიკი

         განათლების მობილობის ფარდობითი ინდექსით საქართველო ევროპაში 31-ე ადგილზეა. EqualChance-ს მონაცემებით საქართველოში აღნიშნული ინდექსი შეადგენს 0.449-ს, რაც ევროპის საშუალო...