22:03 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
იუსტიციის მინისტრი ამსტერდამის საოჯახო ტიპის ბავშვთა ციხის მოდელს გაეცნო
თამარ ხულორდავა და ოთარ კახიძე შვედეთის პარლამენტში „ახალი პოლიტიკური ხედვა აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის“ მაღალი დონის სემინარში მონაწილეობენ

სიახლეები

ზვიად ძიძიგური: „ნაციონალური მოძრაობა მათი ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდან საქართველოს ეკლესიას ებრძოდა“

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „არენაში“ საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში პოლიტიკური ძალების მხრიდან გამოვლენილ ინტერესებზე ისაუბრა.

 

„გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის ვიდეო მიმართვა, სადაც პირდაპირ ადანაშაულებს ბიძინა ივანიშვილს იმ პროცესებში, რაც მიდის საქართველოს საპატრიარქოში. მე ახლა არ მინდა ტირაჟირება გამომივიდეს მისი, მაგრამ შინაარსი ასეთა, რომ „ივანიშვილს არ უნდა დარჩეს რაიმე წმინდა და ღირებული ქვეყანაში, მას არ უნდა რომ ჩვენ გვყავდეს გმირები“ და როგორ ფიქრობთ, გმირებში ვის გულისხმობს მიხეილ სააკაშვილი - პატრიარქს თუ პეტრე ცაავას? რა თქმა უნდა პეტრე ცაავას გულისხმობს და ახალი ამბავი არ არის და დღეს არ გამოუჩნდა პეტრე ცაავა ნაციონალურ მოძრაობას თავის სულიერ ხელმძღვანელად. რამდენიმე წელია უკვე, იმის გარდა, რომ მიხეილ სააკაშვილის დიდი პორტრეტი, რომელსაც თავზე შარავანდედი წმინდანივით ადგას, თავის კაბინეტში უკიდია, ის რომ ახალაიების ოჯახის აპოლოგეტი იყო, ამათ გარდა ქადაგებებს უნდა მოუსმინოთ თუ რას ქადაგებდა ყველა არჩევნების წინ. ეს იყო პოლიტიკური ქადაგებები, ოღონდ მუქარაგარეული ქადაგებები, ვინც არ დაუჭერდა მხარს იმ პოზიციას რასაც ის აფიქსირებდა წყევლა-კრულვა და ანათემა ქონდა გარანტირებული“, - აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ „ქართული ოცნების“ მიმართ ოპონენტების მიერ წამოყენებულ ბრალდებებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ მათი ლოგიკა „ორივე ფეხით კოჭლია“.

„რუსულ ეკლესიაზე ბევრს ლაპარაკობენ და  განიხილება ვერსია, რომ ბიძინა ივანიშვილს აწყობს ეკლესიის დაშლა და მისი დისკრედიტაცია, თანაც იგივე ძალები, ვინც ამას ამბობენ, ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ, რომ ეს არის ჩვენ პოლიტიკურ ძალას რუსულ ორბიტისკენ მივყავართ. ამას რა თქმა უნდა არანაირი საფუძველი არ აქვს, მაგრამ ამაზე ლაპარაკობენ, რომ ჩვენი ძალა არის რუსული ძალა და თან ეკლესიაზე ამბობენ, რომ ეს არის რუსეთის ბოლო დასაყრდენი. გაერკვნენ და თვითონ ჩამოყალიბდნენ - ვერ გავიგე რა ლოგიკა აქვთ. ეს ლოგიკა არის ორივე ფეხით კოჭლი, როდესაც ისინი ამბობენ, რომ პრორუსული ძალა - ქართული ოცნება ებრძვის პრორუსულ სტრუქტურას - საქართველოს საპატრიარქოს. ეს არის ძალიან სასაცილო. ის რომ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან საპატრიარქოს ებრძოდა ახალი ნამდვილად არ არის“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მშპ-ს და ვალის ცვლილება

26 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

       2020 წელს საქართველოში სახელმწიფო ვალის 16%-იანი ზრდა ხოლო მშპ-ს 5%-იანი კლება არის მოსალოდნელი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლოესი მონაცემებით 2020 წელს საქართველოს მშპ მიმდინარე...

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი