17:42 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გია გაჩეჩილაძე: სახელმწიფო ეფექტურად უმკლავდება ყველა გამოწვევას და რაც მთავარია, ამას აკეთებს დემოკრატიული პრინციპების სრული დაცვით
არჩილ თალაკვაძე: ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ნატოსა და ევროკავშირთან პარტნიორობა დღეს იმაზე მეტს ნიშნავს ჩვენთვის, ვიდრე ოდესმე

სიახლეები

ნინო წილოსანი: „საქართველოს როგორც მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის კუთხით წარმატებულ ქვეყანას, უზბეკეთისთვის მნიშვნელოვანი პრაქტიკის და ინფორმაციის გაზიარება შეუძლია“

ნინო წილოსანი აზიისა და წყნარი ოკეანეთის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) მიერ ორგანიზებული თვინინგის პროგრამის მონაწილე უზბეკ ექსპერტთა ჯგუფს შეხვდა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) კუთხით  საქართველოს მიერ მიღწეული გამოცდილება გაუზიარა.

 

მისი თქმით, მგრადი განვითარების მიზნების მიღწევასთან დაკავშირებით, საქართველო  ეროვნული ანგარიშის მომზადებაში  ნებაყოფლობით  მონაწილეობს, რომლის გაგზავნა 2020 წლისთვისაა დაგეგმილი.

 

შეხვედრისას, დელეგაცია, რომელიც ძირითადად, აღმასრულებელი ხელისუფლების არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედია სექტორის წარმომადგენლებისგან შედგებოდა ამ პროცესში პარლამენტის ჩართულობით დაინტერესდა.

 

„ჩვენ, როგორც წარმატებული ქვეყანა მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის კუთხით, საინტერესო გამოცდილების მატარებელი ვართ უზბეკეთისთვის. პარლამენტის ჩართულობა ოთხ ძირითად მიმართულებაში გამოიხატება: პოლიტიკის შემუშავება მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, საზედამხედველო ფუნქციის გამოყენება, ბიუჯეტის მიღებისას ზედამხედველობა და მდგრადი განვითარების მიზნების მხრივ ფილტრის გატარება ასევე, ინფორმაციის გახსნილობის და ღიაობის კუთხით მონაწილეობა. თითოეულ ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მივწოდეთ სტუმრებს. ჩვენ, საქართველოს როგორც ამ კუთხით წარმატებულ ქვეყანას უზბეკეთისთვის მნიშვნელოვანი პრაქტიკის და ინფორმაციის გაზიარება შეგვიძლია“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი