13:15 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
სოფიო ქაცარავა ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება
იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდებში იმყოფება

სიახლეები

გიორგი ჩოგოვაძე: ,, Ryanair-ის შემოსვლით ქართულ ავიაციასა და ტურიზმში ახალი ერა იწყება“

მსოფლიოში უმსხვილესმა, ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა თბილისის შემდეგ ოპერირება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყო. პირველი პირდაპირი ფრენა Ryanair-მა ქუთაისის მიმართულებით 7 ნოემბერს მარსელიდან განახორციელა.

ამ დღესთან დაკავშირებით აეროპორტში ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისდირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ, Ryanair-ის კომუნიკაციის მენეჯერმა აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპასა და ბალკანეთში ოლგა პავლონკამ, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ, რწმუნებულის პირველმა მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა. პირველი რეისის ჩამომფრენ და გამფრენ მგზავრებს აეროპორტში სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

ავიაკომპანია Ryanair-თან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დასაქართველოს აეროპორტების გაერთიანებამოლაპარაკებებს თითქმის 10 წლის განმავლობაში აწარმოებდნენ. თუმცა, მოლაპარაკებების საბოლოო ფაზა რამდენიმე თვის წინ დაიწყო და 21 აგვისტოს წარმატებით დასრულდა. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისდირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და ავიაკომპანია Ryanair-ის კომერციულმა დირექტორმა დევიდ ბრაიენმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას, რის შედეგადაც დღეს Ryanair- უკვე საქართველოშია და ფრენებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად საქართველოს ორი აეროპორტიდან, ბოინგ 737 ტიპის საჰაერო ხომალდებებით ასრულებს.

,,მინდა მივულოცო საქართველოს მოქალაქეებს - Ryanair-ი საქართველოშია. მოგეხსენებათ, მრავალი წელია იყო პირდაპირი დაკვეთა მოსახლეობის მხრიდან, რომ შემოგვეყვანა ეს ავიაკომპანია და ჩვენ რამდენიმე თვის წინ განვაახლეთ და წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები. Ryanair- საქართველოში ნიშნავს მეტ ევროპელ ტურისტს და რა თქმა უნდა, ასევე, ხელმისაწვდომ ფრენებს ევროპის მიმართულებით. საქართველოს წინ კიდევ ბევრი წარმატება ელოდება. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ავიაკომპანია Ryanair-ის შემოსვლით ქართულ ავიაციასა და ტურიზმში ახალი ერა იწყება,-‘’განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

 

 

9 ნოემბრიდან ქუთაისის აეროპორტს კიდევ ერთი ახალი მიმართულება - ბოლონია დაემატება. Ryanair დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით იფრენს. ხოლო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით რეისებს მილანში შეასრულებს. 2020 წლის აპრილიდან კი პირდაპირ რეისების განხორციელებას კვირაში ორჯერ კიოლნი-თბილისის მიმართულებით დაიწყებს.

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია RYANAIR-

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მსოფლიოს ქვეყნების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა

13 იან 2020კვირის გრაფიკი

            მსგავსი შემოსავლების მქონე ქვეყნებთან შედარებით სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საქართველოში ოდნავ უფრო მაღალია. გაეროს მონაცემების თანახმად საქართველოს...

ურბანიზაციის დონე საქართველოში

6 იან 2020კვირის გრაფიკი

ურბანიზაციის დონით საქართველო მსგავსი შემოსავლების მქონე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე შედარებით უფრო მაღალია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის 59% ცხოვრობს...

საქართველოს სახელმწიფო ვალი - ყველაზე მაღალ ნიშნულზე 2004 წლის შემდეგ

30 დეკ 2019კვირის გრაფიკი

საქართველოს სახელმწიფო ვალი მშპ-სთან მიმართებაში ბოლო 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 14 პროცენტული პუნტქით გაიზარდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით მოსალოდნელია, რომ 2019 წლის...