19:02 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის ნიდერლანდებში ვიზიტი დასრულდა
სოფიო ქაცარავა ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება

სიახლეები

არჩილ თალაკვაძე კონგრესმენებს - ადამ კინზინგერს და ალექს მუნის შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერს და კონგრესმენ ალექს მუნის შეხვდა.

 

არჩილ თალაკვაძემ კონგრესმენებს ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამ კონტექსტში პარლამენტის თავმჯდომარემ  წარმომადგენელთა პალატის მიერ „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ მიღებასა და მის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და თანამშრომლობის დღის წესრიგს შეეხო. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო აშშ-ის საიმედო პარტნიორია მშვიდობისა და უსაფრთხოების გლობალურ ძალისხმევაში.

 

არჩილ თალაკვაძემ კონგრესმენებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა.  საუბარი, ასევე, საქართველოში მიმდინარე დემოკრატილ რეფორმებს და პარლამენტის ინსტიტუციურ გაძლიერებას შეეხო.

 

კონგრესმენთა განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს ძლიერ მხარდაჭერას, მხარს უჭერს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.​

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ბანკომატების რაოდენობა - საერთაშორისო შედარება

11 ნოე 2019კვირის გრაფიკი

  ბანკომატების რაოდენობა საქართველოში მსგავსი განვითარების ქვეყნებთან შედარებით მაღალია. მსოფლიო ბანკის გლობალური ფინანსური განვითარების მონაცემებით ბანკომატების რაოდენობა...

განათლების ხარჯების ეფექტიანობა საქართველოში

4 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში განათლებაზე გაწეული სახელმწიფო ხარჯები სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალ-ეფექტიანია. საქართველოს მთავრობა განათლებაზე მშპ-ს 3.8%-ს ხარჯავს, დაახლოებით იმდენივეს რამდენსაც...

ბიზნესის კეთების სიმარტივის განახლებული რეიტინგები

28 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო მსოფლიოში მოწინავე ადგილზე რჩება. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით...