12:12 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
თბილისის 134 ბაღის საწყობებიდან და ეზოებიდან ჯართად ქცეული ინვენტარის გატანა დაიწყო
არჩილ თალაკვაძე კონგრესმენებს - ადამ კინზინგერს და ალექს მუნის შეხვდა

სიახლეები

იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის ნიდერლანდებში ვიზიტი დასრულდა

იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ამსტერდამის რაიონულ სასამართლოს ესტუმრა და არასრულწლოვანთა მოსამართლესთან გამართა შეხვედრა. დელეგაციის წევრები  გაეცნენ, თუ რა სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა აქვს ნიდერლანდებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხით, როგორ ხდება მათი დანაშაულის გამოძიება, რა მიდგომებს ითვალისწინებს კანონმდებლობა საქმის სასამართლო წარმოების პროცესში და როგორია სასჯელაღსრულების სისტემა არასრულწლოვნებისთვის.

სამუშაო ვიზიტის მიზანი ნიდერლანდების არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროს  პოლიტიკის, სერვისების, არასრულწლოვანთა პენიტენციური დაწესებულებებისა და პრაქტიკის შესწავლაა. საქართველოსთვის, რომელმაც იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით რამდენიმე წლის წინ განახორციელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა და შეიმუშავა სრულიად ახალი, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე დაფუძნებული კოდექსი, ნიდერლანდების გამოცდილების გაზიარება მეტად მნიშვნელოვანია.

იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის მთავარ ინტერესს ნიდერლანდების პენიტენციური სისტემა წარმოადგენს, განსაკუთრებით კი, არასრულწლოვანთა ღია საოჯახო ტიპის  ციხე. რეფორმა ამსტერდამში საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს. საქმე ეხება საოჯახო ტიპის პენიტენციურ დაწესებულებას, სადაც ერთი და იმავე დაბალი რისკის, ერთი და იმავე სასწავლო ინტერესებისა და მისწრაფებების მქონე რამდენიმე არასრულწლოვანი თავსდება და ოჯახურ გარემოში ცხოვრობს გათავისუფლებამდე. იუსტიციის მინისტრი მსგავსი ტიპის ოჯახური ციხის მოდელის გადმოტანას,  სადაც ერთი და იმავე რისკისა და მისწრაფების მქონე ათიოდე ბავშვი განთავსდება და სასჯელს ოჯახური პირობების მსგავს გარემოში მოიხდის, საქართველოშიც გეგმავს.
მოსამართლესთან შეხვედრამდე დელეგაციის წევრებმა  ნიდერლანდების ტრადიციული და მაღალი რეციდივის არასრულწლოვანთა ციხეებიც მოინახულეს. ქართულ დელეგაციას საშუალება ჰქონდა, ენახა, თუ რა პირობებში იხდიან სასჯელს არასრულწლოვანი პატიმრები და რა პროგრამები ხორციელდება მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისათვის.
ნიდერლანდებში ქართული დელეგაციის ვიზიტი ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით ხორციელდება.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსი და მისი გავრცელების ტემპი მსოფლიოში

17 თებ 2020კვირის გრაფიკი

                კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი სწრაფი ტემპით ზრდას განაგრძობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორანიზაციის მონაცემებით ვირუსის ყოველდღიური საშუალო ზრდა 2750-ს შეადგენს...

კორონავირუსი და ნავთობი

10 თებ 2020კვირის გრაფიკი

            კორონავირუსის გავრცელებამ ნავთობზე მოთხოვნა და ფასი შეამცირა. ნავთობზე ფასის განსაკუთრებული ვარდნა მოხდა მას შემდეგ რაც ჩინეთმა კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების...

კორონავირუსი და მსოფლიო

3 თებ 2020კვირის გრაფიკი

          კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. დაავადების პირველად გამოვლენის დღიდან დაავადების სწრაფად გავრცელება ხდება...