17:02 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ნინო გოგუაძემ დეზინფორმაციის საკითხებზე შექმნილ საერთაშორისო კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
თბილისის 134 ბაღის საწყობებიდან და ეზოებიდან ჯართად ქცეული ინვენტარის გატანა დაიწყო

სიახლეები

 გლდანში საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე გლდანში, საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიას დაესწრო და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო.

ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და მივესალმებით ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად დაწყებულ მსგავს პროექტებს. ჩვენი ჩართულობა გამოიხატება იმით, რომ გადავცემთ მიწის ნაკვეთს,  ფეხბურთის ფედერაცია კი  იღებს ვალდებულებას, სპორტული საფეხბურთო  ცენტრები განავითაროს. მადლობა ლევანს ამ თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.

ადგილი, სადაც დღეს ვიმყოფებით და სადაც კიდევ ერთი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ, გლდანში ყველამ იცის. ეს არის მე-5-სა  და მე-7 მიკრორაიონებს შორის არსებული ძველი სტადიონი, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. 2020 წლის სექტემბრისთვის სამუშაოები დასრულდება და ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი,  სადაც  ახალგაზრდებს, პატარებს,   ექნებათ საშუალება, ივარჯიშონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საფეხბურთო ცენტრის პროექტის ფარგლებში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული მოედანი, ზომით 108 x 72 მ. და ორას მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა; აშენდება ადმინისტრაციული შენობა და დამონტაჟდება მოედნის 230-250-ლუქსიანი განათება.

მშენებლობის დასრულება 2020 წლის დეკემბერში იგეგმება. სპორტულ კომპლექსს ქალთა და მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდებთან ერთად, ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები სრულიად უსასყიდლოდ გამოიყენებენ.

ღონისძიებას გლდანის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, გლდანის მაჟორიტარი საკრებულოში ოთარ გრიგოლია და პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი ესწრებოდნენ.

                                                                           

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შედარება

11 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. სიკვდილიანობის დონე გამოითვლება როგორც გარდაცვლილთა...

პოპულარული

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაისი, 2020კვირის გრაფიკი