04:48 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ვიზიტით ესტონეთში იმყოფება
ნინო გოგუაძემ დეზინფორმაციის საკითხებზე შექმნილ საერთაშორისო კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

სიახლეები

მესამე მასივში ახალი სკვერები გაიხსნა

სამგორის რაიონის გამგეობა დასასვენებელი და რეკრეაციული სივრცეების მოწყობას აქტიურად ახორციელებს. ამჯერად, სამი ახალი სკვერი მესამე მასივში გაიხსნა. ახლადმოწყობილი სკვერები სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ დაათვალიერა.

 

ერთ-ერთი სკვერი ვარკეთილის ზემო პლატოს N1 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო. 1 320 კვ. ფართობის დასასვენებელ სივრცეში სხვადასხვა საბავშვო ატრაქციონი, დასასვენებელი პავილიონები, ფიტნეს ზონა, საბაღე სკამები და ურნები განთავსდა. სკვერის გარშემო მოეწყო დამცავი მოაჯირი, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა და საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა.

 

ასევე, პროექტის ფარგლებში, მოეწყო საყრდენი კედელი და კიბე. ტერიტორია ადაპტირდა შშმ პირთათვის და მოეწყო სპეციალური პანდუსი. პროექტის ღირებულება 126 047 ლარია და ის სამგორის რაიონის გამგეობის კონტრაქტორმა კომპანია „ალგე ჯგუფმა“ განახორციელა.

 

უკვე დასრულდა სკვერის მოწყობა ხომლელის ქუჩაზეც. N4 კორპუსის მიმდებარედ, 340 კვ. ფართობზე საბავშო ატრაციონები და საბაღე სკამები განთავსდა. სკვერის გარშემო მოეწყო დამცავი მოაჯირი, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა და საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. პროექტის ღირებულება 45 386 ლარია და ის სამგორის გამგეობის დაკვეთით, შპს „ალგე ჯგუფმა“ განახორციელა.

 

ასევე, დასრულდა სკვერის მოწყობა მე-9 კვარტლის N3 კორპუსის მიმდებარედ. 165 კვ. ფართობის საბავშვო მოედანზე ატრაქციონები, საბაღე სკამები და ურნები განთავსდა. დამონტაჟდა გარე განათების სისტემაც. პროექტის ღირებულება 42 052 ლარია.

 

სამგორის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს უკვე 13 სკვერი მოაწყო, ამჟამად კი დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები ხუთ მისამართზე მიმდინარეობს.

                                                                                                                                                                       

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველო და კორონავირუსის ტესტის პოზიტიურობა

1 ივნ 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსის პოზიტიურობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. პოზიტიურობის მაჩვენებელი არის შეფარდება ინფიცირებულთა რიცხვსა და...

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...