19:29 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საქართველოს პარლამენტში აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა სასწავლო ვიზიტი შედგა
მესამე მასივში ახალი სკვერები გაიხსნა

სიახლეები

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ვიზიტით ესტონეთში იმყოფება

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, გიორგი ხატიძის ხელმძღვანელობით, ესტონეთში, ქალაქ ტალინში აშშ-ს დემოკრატიის პარტნიორობის პროგრამის (HDP), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) და ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიის მიერ ორგანიზებულ სასწავლო ტურში მონაწილეობდა. სემინარის თემას ელექტრონული მმართველობის დანერგვასთან დაკავშირებით ესტონეთის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.  სომხეთის, უკრაინის, ჩრდილო მაკედონიის დელეგაციებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ელექტრონული მმართველობის სფეროში ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

 

საქართველოს პარლამენტის წევრებმა დამსწრე საზოგადოებას, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მიერ საქართველოში ელექტრონული მმართველობის დანერგვისა და განხორციელებისათვის ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

 

დელეგაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ხატიძემ ყურადღება გაამახვილა ღია მმართველობის პროგრამის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის მიღწევებზე, საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით. სემინარზე, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს ელექტრონული კაბინეტი - ესტონეთის მთავრობის მიდგომა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებისადმი; მართვა, დემოკრატია და მოქალაქეთა ჩართულობა ციფრულ საზოგადოებაში; ციფრული საზოგადოების სამართლებრივი საფუძვლები; საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელი ელექტრონული მმართველობის განვითარებასა და მოქალაქეთა ჩართულობაში; ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორობა მდგრადი დემოკრატიის მშენებლობაში.

ვიზიტისას, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები შეხვდნენ კოლეგებს ესტონეთის პარლამენტიდან  მათ შორის, ესტონეთი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს.

 

ესტონეთი, როგორც საქართველოს პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და არაღიარების პოლიტიკას, საქართველოში დემოკრატიის განვითარებასა და შესაბამისი რეფორმების განხორციელებას.

 

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ტალინში გიორგი ხატიძის, გიორგი კახიანის, გუგული მაღრაძის, ირაკლი აბესაძის და მამუკა ჩიქოვანის შემადგენლობით მონაწილეობდა

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ბანკომატების რაოდენობა - საერთაშორისო შედარება

11 ნოე 2019კვირის გრაფიკი

  ბანკომატების რაოდენობა საქართველოში მსგავსი განვითარების ქვეყნებთან შედარებით მაღალია. მსოფლიო ბანკის გლობალური ფინანსური განვითარების მონაცემებით ბანკომატების რაოდენობა...

განათლების ხარჯების ეფექტიანობა საქართველოში

4 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში განათლებაზე გაწეული სახელმწიფო ხარჯები სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალ-ეფექტიანია. საქართველოს მთავრობა განათლებაზე მშპ-ს 3.8%-ს ხარჯავს, დაახლოებით იმდენივეს რამდენსაც...

ბიზნესის კეთების სიმარტივის განახლებული რეიტინგები

28 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო მსოფლიოში მოწინავე ადგილზე რჩება. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით...