00:03 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ვაკის რაიონში ოთხი სპორტული მოედანი მოეწყო
არჩილ თალაკვაძე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებს შეხვდა და მეცნიერების მსოფლიო დღე მიულოცა

სიახლეები

სოფიო ქაცარავა, გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, შეხვდა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს ნორბერტ როტგენს და კომიტეტში სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ხელმძღვანელს ნილს შმიდს, საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ დირექტორს იენს პლოტნერს, ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელს დორის ბარნეტს ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსს.

 

შეხვედრების მთავარ თემებს საქართველო - გერმანიას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები იყო.

 

შეხვედრებისას, დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის, მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტები.

 

სოფიო ქაცარავამ შეხვედრებზე დეტალურად ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ სიტუაციაზე, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე და მისი გადაჭრის მშვიდობიან გზაზე, როგორც ერთადერთ ალტერნატივაზე.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ბანკომატების რაოდენობა - საერთაშორისო შედარება

11 ნოე 2019კვირის გრაფიკი

  ბანკომატების რაოდენობა საქართველოში მსგავსი განვითარების ქვეყნებთან შედარებით მაღალია. მსოფლიო ბანკის გლობალური ფინანსური განვითარების მონაცემებით ბანკომატების რაოდენობა...

განათლების ხარჯების ეფექტიანობა საქართველოში

4 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში განათლებაზე გაწეული სახელმწიფო ხარჯები სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალ-ეფექტიანია. საქართველოს მთავრობა განათლებაზე მშპ-ს 3.8%-ს ხარჯავს, დაახლოებით იმდენივეს რამდენსაც...

ბიზნესის კეთების სიმარტივის განახლებული რეიტინგები

28 ოქტ 2019კვირის გრაფიკი

ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო მსოფლიოში მოწინავე ადგილზე რჩება. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით...