15:25 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
არჩილ თალაკვაძე: საქართველო უზრუნველყოფს მეტ შესაძლებლობებს სტარტაპებისთვის - ეს არის მომავლის ეკონომიკა
სოფიო ქაცარავა, გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს

სიახლეები

ვაკის რაიონში ოთხი სპორტული მოედანი მოეწყო

 

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, ოთხ მისამართზე სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია დასრულდა. მიმდინარე წელს სტადიონები კეთილმოეწყო წყნეთში ჯავახიშვილის N1-ში და ამილახვრის N21-ში, ასევე, ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის მე-15 კორპუსთან და ვაჟა-ფშაველას პირველი კვარტლის III კორპუსის მიმდებარედ.



სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას, განახლდა ორი მოედანი, ორ მისამართზე კი ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეთანხმებით, სრულიად ახალი სპორტული მოედანი განთავსდა.



ერთ-ერთი დასრულებული სპორტული მოედნის ტერიტორიაზე ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი შეხვდა.



ვაკის რაიონის გამგეობა ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ყველა ასაკის ადამიანებს შორის. ამიტომ ვცდილობთ, კეთილმოვაწყოთ ბევრი ისეთი სივრცე, რომლითაც სპორტული ცხოვრების განვითარებას ხელს შევუწყობთ. მიმდინარე წელს Street Workout-ის ღია სატრენაჟორო კომპლექსები და ფიტნეს ზონები 18 მისამართზე მოეწყო, ამ დროისთვის კი ოთხ მისამართზე დასრულდა სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია, სადაც ყოველ დილას და საღამოს ძალიან ბევრი ადამიანი იყრის თავს.

ტერიტორიებზე მოეწყო სტადიონის ბეტონის საფუძველი, ღობეები, პანდუსები შშმ პირთათვის, რბილი საფარი და სივრცეები გულშემატკივრებისთვის. სამ სპორტულ მოედანს მულტიფუნქციური დატვირთვა აქვს, ერთი კი - საკალათბურთო მოედანია, რომელსაც ასევე, ჩოგბურთის სათამაშო კედელი გააჩნია“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა.



ოთხივე სპორტული მოედნის მოწყობის ღირებულება 269 089 ლარს შეადგენს, რომელიც ვაკის გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შედარება

11 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. სიკვდილიანობის დონე გამოითვლება როგორც გარდაცვლილთა...

პოპულარული

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაისი, 2020კვირის გრაფიკი