12:11 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დიმიტრი ცქიტიშვილი: „ნებისმიერ კანონს, რომელიც იქმნება, სჭირდება აღსრულების მექანიზმი. ამიტომაა აუცილებელი შრომის ინპექციის ეფექტური მუშაობა“
ბანკომატების რაოდენობა - საერთაშორისო შედარება

სიახლეები

 პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქანდაკება - N’Uovo გაიხსნა

პირველი რესპუბლიკის მოედანზე ქანდაკება - N’Uovo გაიხსნა, რომელიც იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა მოქანდაკე პრასტომ, ვაჟა მიქაბერიძემ შექმნა. ინსტალაციის გახსნის ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო.

 

ქანდაკება N'Uovo აბსტრაქტული კომპოზიციაა, რომელიც კეთილდღეობას, მომავლის ნაყოფიერებასა და სიახლის სიმბოლოს გამოხატავს. ქანდაკების განთავსების ადგილი პირველი რესპუბლიკის მოედანზე არსებული შადრევანია. ხუთმეტრიანი ქანდაკება მოძრავია და ქარის ზემოქმედების საშუალებით ტრიალებს.

 

„ჩვენ დედაქალაქს ძალიან უხდება თანამედროვე სკულპტურები, რომლებიც მას კიდევ უფრო მეტ სიცოცხლეს ჰმატებს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ვაჟა მიქაბერიძეს, რომელმაც თბილისს N'Uovo აჩუქა. მისი ნამუშევრები მსოფლიოს არაერთ კერძო კოლექციაში თუ მუზეუმშია დაცული და სხვადასხვა ქალაქის დიდ მოედნებზეა განთავსებული. თბილისში ეს მისი მეორე ნამუშევარია და დარწმუნებული ვარ, რომ ისიც ძალიან მოუხდა დედაქალაქის იერსახეს“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

 

N'Uovo იტალიაში, ავტორის სახსრებით დამზადდა და იგი თბილისის  მუნიციპალიტეტის მერიას საჩუქრად გადაეცა. ქართველმა მოქანდაკემ თავდაპირველად, იგი საჩუქრად ქ. პიეტრასანტას გადასცა, ქანდაკება ასევე მრავალ კერძო კოლექციაში და სხვადასხვა სამუზეუმო სივრცეშია განთავსებული.

 

პრასტო (ვაჟა მიქაბერიძე) თბილისში, 1967 წელს დაიბადა. 1984-1992 წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. 1993 წელს იგი საცხოვრებლად იტალიაში გადავიდა და 1993-1995 წლებში სწავლა ფლორენციაში, რიაჩის აკადემიაში განაგრძო. ამჟამად, ცხოვრობს და მუშაობს იტალიის ქალაქ პიეტრასანტაში.

 

თბილისში, ბამბის რიგში განთავსებული ფარაჯანოვის ბიუსტის შემდეგ, N'UOVO ავტორის მეორე ქანდაკებაა, რომელიც დღეიდან, ქვეყნის დედაქალაქს დაამშვენებს.

 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მსოფლიო და ინტერნეტი

6 ივლ 2020კვირის გრაფიკი

       მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან. მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით მსოფლიოს მოსახლეობის 49.7% არის ინტერნეტის მომხარებელი ან მობილური მოწყობილობის...

კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა მსოფლიოში

29 ივნ 2020კვირის გრაფიკი

  კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ ათ მილიონს გადააჭარბა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცმებით 28 ივნისის ჩათვლით მსოფლიოში დაფიქსირებულია კორონავირუსის 10,111,259...

კორონავირუსი და მშპ-ს რეალური ზრდა

22 ივნ 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოშირეალური მშპ  პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.7%-ით შემცირდა. აღნიშნული კლება აღემატება ევროპის საშუალო კლებას (-2.2%). რეალური მშპ-ს...