08:49 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
არჩილ თალაკვაძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები ათენში ქართულ დიასპორას ხვდებიან

სიახლეები

ბოლონია - ახალი მიმართულება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა და ცნობილმა ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა კიდევ ერთი ახალი მიმართულებით დაიწყო ოპერირება.  ბოლონიაში მოხვედრა ქუთაისიდან კვირაში ორი სიხშირით - ყოველ სამშაბათს და შაბათს არის შესაძლებელი. პირველი რეისის მგზავრებს ქუთაისის აეროპორტში ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. აღსანიშნავია, რომ ბოლონიის მიმართულებით ქუთაისიდან პირდაპირი ავიარეისების შესრულება კიდევ ერთი დაბალბიუჯეტინია ავიაკომპანია WIzz Air 23 ნოემბრიდან კვირაში ორი სიხშირით დაიწყებს.

ირლანდიურიმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა ოპერირება საქართველოს ავიაბაზარზე ერთდროულად ორ აეროპორტში დაიწყო. პირდაპირი ავიარეისები მილანი-თბილისი-მილანის მიმართულებით 6 ნოემბრიდან სრულდება. ასევე, 7 და 9 ნოემბრიდან მარსელსა და ბოლონიაში მოხვედრა ქუთაისის აეროპორტიდააა შესაძლებელი. 2020 წლის აპრილიდან კი Ryanair თბილისიდან პირდაპირი ავიარეისების განხორციელებას კვირაში ორი სიხშირით, გერმანიის ქალაქ კიოლნის მიმართულებით დაიწყებს.

Ryanair-თან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დასაქართველოს აეროპორტების გაერთიანებამოლაპარაკებებს თითქმის 10 წლის განმავლობაში აწარმოებდნენ. თუმცა, მოლაპარაკებების საბოლოო ფაზა რამდენიმე თვის წინ დაიწყო და 21 აგვისტოს წარმატებით დასრულდა. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისდირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და ავიაკომპანია Ryanair-ის კომერციულმა დირექტორმა დევიდ ბრაიენმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას, რის შედეგადაც დღეს Ryanair- უკვე საქართველოშია და პირდაპირ ფრენებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად საქართველოს ორი აეროპორტიდან, ბოინგ 737 ტიპის საჰაერო ხომალდებებით ასრულებს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მშპ-ს და ვალის ცვლილება

26 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

       2020 წელს საქართველოში სახელმწიფო ვალის 16%-იანი ზრდა ხოლო მშპ-ს 5%-იანი კლება არის მოსალოდნელი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლოესი მონაცემებით 2020 წელს საქართველოს მშპ მიმდინარე...

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი