12:37 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
რატევანის ქუჩის იმ მონაკვეთზე, სადაც ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ცოტნე ზურაბიანი: ფონდ ,,ქართუს“ მიერ დაფინანსებულმა პრომეთეს მღვიმემ სახელმწიფოს 12 მლნ ლარამდე შემოსავალი მოუტანა და მილიონზე მეტი ტურისტი მიიღო

სიახლეები

10 თვის მონაცემებით საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 4% გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2019 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 4,555,673 მგზავრს მოემსახურა. რაც 4% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 4,362,002 მგზავრი).


რაც შეეხება ოქტომბრის თვეს, მგზავრთნაკადის ზრდა თბილისის გარდა, ქვეყნის ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ აეროპორტში დაფიქსირდა:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ოქტომბერში 284,442 მგზავრს მოემსახურა, რაც -15% ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 335094 მგზავრი ). შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის -1% კლებაა 10 თვის ჭრილშიც. აეროპორტი იანვარ-ოქტომბერში 3,255,965 მგზავრს მოემსახურა (2018 წელი 3,286,344 მგზავრი).         

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  მგზავრთნაკადი 2019 წლის ოქტომბერში 44% გაიზარდა და 89,232 მგზავრი შეადგინა (2018 წელი 62,000 მგზავრი). რაც შეეხება 10 თვის მონაცემებს, იანვარ-ოქტომბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი  719,324 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40% მეტია. (2018 წელი 512,386 მგზავრი).

 

2019 წლის ოქტომბერში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 47,536 მგზავრმა ისარგებლა. რაც 13 %-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 41,980 მგზავრი). რაც შეეხება 10 თვის ჭრილს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 3%-ით გაიზარდა და 571,629 მგზავრი შეადგინა. (2018 წელი 555,693 მგზავრი).

 ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პროგნოზით, თბილისის აეროპორტში ათ თვეში 12 % ზრდის მოლოდინი იყო, ბათუმის აეროპორტში კი 15 %-იანი ზრდის. ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტი, სადაც არსებული მაჩვენებლები და მოლოდინები ერთმანეთს ემთხვევა -  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტია. რადგან ამ აეროპორტს რუსული ავიასანქციები ფაქტობრივად არ შეხებია. 2019 წლის 8 ივლისამდე ქუთაისიდან მოსკოვის მიმართულებით ერთადერთი ავიაკომპანია ,,ურალი“ დაფრინავდა.

ადგილობრივი აეროპორტები:

 

მესტიის აეროპორტი 10 თვეში 7,086 მგზავრს მოემსახურა. რაც 15% მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 6,151 მგზავრი). ოქტომბრის თვეში მესტიის აეროპორტით 852 მგზავრმა ისარგებლა, რაც  5 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 810  მგზავრი).

ამბროლაურის აეროპორტით, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში 1669 მგზავრმა ისარგებლა, რაც 17% მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 1,428 მგზავრი).

რაც შეეხება ოქტომბრის თვეს, ოქტომბერში ამბროლაურის აეროპორტი 222 მგზავრს მოემსახურა, რაც 40 % მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 159

მგზავრი).

10 თვის ჯამში ადგილობრივი აეროპორტებით 8,755 მგზავრმა ისარგებლა რაც 16%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (2018 წელი 7,579 მგზავრი). 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მსოფლიო და ინტერნეტი

6 ივლ 2020კვირის გრაფიკი

       მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან. მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით მსოფლიოს მოსახლეობის 49.7% არის ინტერნეტის მომხარებელი ან მობილური მოწყობილობის...

კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა მსოფლიოში

29 ივნ 2020კვირის გრაფიკი

  კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ ათ მილიონს გადააჭარბა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცმებით 28 ივნისის ჩათვლით მსოფლიოში დაფიქსირებულია კორონავირუსის 10,111,259...

კორონავირუსი და მშპ-ს რეალური ზრდა

22 ივნ 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოშირეალური მშპ  პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.7%-ით შემცირდა. აღნიშნული კლება აღემატება ევროპის საშუალო კლებას (-2.2%). რეალური მშპ-ს...