01:59 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
თბილისის N12 ბაღმა რეაბილიტაციის შემდეგ მუშაობა განაახლა
ბევრი მოხუცი, ცოტა ახალგაზრდა - საქართველოს დემოგრაფიული თავსატეხი

სიახლეები

ბეთანიაში გზების რეაბილიტაცია ხორციელდება

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ბეთანიაში გზების სარეაბილიტაციო  სამუშაოები სრულდება. საგზაო ინფრასტრუქტურა ამ დროისთვის ოთხ ქუჩაზე ეწყობა.

 

კერძოდ, გზის საფარი ლადო ასათიანისა და მურმან ლებანიძის ქუჩებზე, ამავე ქუჩების პირველ ჩიხში, ასევე, გრიგოლ რობაქიძისა და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩებზე განახლდა. აღნიშნულ მისამართებზე მომზადდა გზის საფუძველი და ასფალტის საფარი დაიგო.

 

„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან ბეთანიაში თითქმის არ არსებობდა მოწესრიგებული გზა. მოგეხსენებათ, ეს დისკომფორტს არა მხოლოდ დამსვენებლებს, არამედ ადგილობრივ მოსახლეობასაც უქმნიდა. მასშტაბური საგზაო სამუშაოების შედეგად, ამ ეტაპზე, ოთხ ქუჩაზე ახალი გზა მოეწყო, რომლის შედეგად, გადაადგილება ბევრად უფრო კომფორტული გახდება“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ.

 

პროექტის შედეგად, ლადო ასათიანის ქუჩაზე და I ჩიხში 2 970 მ2 ფართობის გზა დაიგო, მურმან ლებანიძის ქუჩაზე და I ჩიხში - 4 370 მ2, გრიგოლ რობაქიძის ქუჩაზე გზის საფარი  2 540 მ2 ფართობზე მოეწყო, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე კი - 3 100 მ2.

 

ოთხივე ქუჩის საგზაო სამუშაოების ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 520 000 ლარს შეადგენს.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მშპ-ს და ვალის ცვლილება

26 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

       2020 წელს საქართველოში სახელმწიფო ვალის 16%-იანი ზრდა ხოლო მშპ-ს 5%-იანი კლება არის მოსალოდნელი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლოესი მონაცემებით 2020 წელს საქართველოს მშპ მიმდინარე...

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი