14:50 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ირაკლი კობახიძე: „გრძელდება ლუსტრაცია, სადაც ოპოზიციამ საკუთარი თავი წარმოაჩინა როგორც დესტრუქციულმა და უნიათო ძალამ“
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაციის კანონპროექტი განიხილა

სიახლეები

საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები კიდევ 21 ოჯახს გადაეცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დიდ დიღომში მცხოვრებ 22 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. ისინი დიდი დიღმის II მ/რ-ის 27ა-ში 90-იანი წლებიდან ცხოვრობენ, თუმცა წლების განმავლობაში  საცხოვრებლების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ფართები მათ სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცათ.

„ამ პროექტის განხორციელება მაშინვე დავიწყეთ, როგორც კი ჩვენი უფლებამოსილების განხორციელებას შევუდექით. ჩემი საარჩევნო კამპანიის დროს, მე ვისაუბრე ამ პროექტთან დაკავშირებით. ვთქვი, რომ ჩვენ დავეხმარებოდით იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს პრობლემა აწუხებდათ. ადამიანები წლები ცხოვრობდნენ  საცხოვრებელ ფართებში, ბინებში და სხვადასხვა პრობლემების გამო დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. დღეის მდგომარეობით  800-ზე მეტი ოჯახი დავაკმაყოფილეთ, გადავეცით საცხოვრებელი ფართები,  სიმბოლურ ფასად - 1 ლარად. ყველას, ვისაც ეს საკითხი აწუხებს, მინდა ვუთხრა, მიმართონ მათი რაიონების გამგეობებს. იქ ყველაფერს აგიხსნიან, დაგეხმარებიან, რომ თქვენივე საცხოვრებელი ფართების დაკანონება შეძლოთ. ვაგრძელებთ ამ პროგრამის განხორციელებას და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ ოჯახს გავაბედნიერებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერთან ერთად  დიდ დიღომში ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, საკრებულოს დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე და სხვა პირები იმყოფებოდნენ. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

გენდერული თანასწორობა საქართველოში

3 აგვ 2020კვირის გრაფიკი

       ევროპულ ქვეყნებს შორის გენდერული უთანასწორობა შრომის ბაზარზე საქართველოში ყველაზე მაღალია. ევროსტატის და საქსტატის მონაცემებით საქართველოში ქალის საშუალო თვიური ხელფასი...

სოციალური უთანასწორობა ევროპაში

27 ივლ 2020კვირის გრაფიკი

      შემოსავლების გადანაწილების უთანასწორობა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალია ევროპაში. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველო ჯინის ინდექსი 36.4%-ია, რაც ევროპაში მეხუთე ყველაზე...

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ევროპაში

20 ივლ 2020კვირის გრაფიკი

               საქართველოში ატმოსფეროშ ნახშირორჟანგის გამოყოფა ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით ნაკლებია ვიდრე დანარჩენ ევროპაშ. OurWorldinData-ს მონაცემების მიხედვით საქართველოში...