13:20 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროს მომავალმა საჯარო მოხელეებმა სტაჟირება ქართული იუსტიციის სისტემაში გაიარეს
დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დიდუბის ხიდთან, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ შუა გამყოფ ზოლს ამწვანებს

სიახლეები

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-12 სესიაში მიიღო მონაწილეობა

26-27 ნოემბერს, კიევში სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-12 სესია გაიმართა, სადაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, გიორგი მოსიძის ხელმძღვანელობით მიიღო მონაწილეობა.

 

ასამბლეის კომიტეტებზე იმსჯელეს მნიშვნელოვან რეგიონულ საკითხებზე და გამოწვევებზე.

 

გიორგი მოსიძემ კოლეგებს, საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

 

კომიტეტების სხდომებზე ბალტიის, ნორდიკის, ვიშეგრადისა და ბენელუქსის ქვეყნებთან  სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას გაესვა ხაზი.

 

მასპინძელი მხარის მოწვევით, საკომიტეტო მუშაობაში  მონაწილეობა მიიღეს ბრიტანელმა, ამერიკელმა და უკრაინელმა ექსპერტებმა.

პლენარულ სხდომაზე დელეგატებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უკრაინის რადას თავმჯდომარემ დიმიტრი რაზუმკოვმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვასილ ბოდნარმა, წევრი ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელებმა და ბალტიის ასამბლეის პრეზიდენტმა, იანის ვუცანსმა.

 

გიორგი მოსიძემ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ ქმედებებზე სუამ-ის ოთხივე წევრ ქვეყანაში არსებულ გაყინულ კონფლიქტში, რაც  საფრთხეს უქმნის  რეგიონის სტაბილურობასა და განვითარების შესაძლებლობას.

 

თემატურ  პანელებზე ოკუპირებული ტერიტორიებისტერიტორიული მთლიანობის და რეგიონული საკითხები განიხილეს. ასევე, ისაუბრეს რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკური  მიმართულებით თანამშრომლობის  პერსპექტივებზე.

 

საქართველოს პარლამენტის წევრმა, გია ბენაშვილმა, რეგიონში კიბერუსაფრთხოების თემაზე და ამ მიმართულებით არსებულ  გლობალურ გამოწვევებზე ისაუბრა.

 

საპარლამენტო ასამბლეაზე ხაზი გაესვა სუამ-ის წევრ ქვეყნებს შორის მჭიდრო, კოორდინირებულ და შედეგზე ორიენტირებულ საპარლამენტო

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მსოფლიოს ქვეყნების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა

13 იან 2020კვირის გრაფიკი

            მსგავსი შემოსავლების მქონე ქვეყნებთან შედარებით სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საქართველოში ოდნავ უფრო მაღალია. გაეროს მონაცემების თანახმად საქართველოს...

ურბანიზაციის დონე საქართველოში

6 იან 2020კვირის გრაფიკი

ურბანიზაციის დონით საქართველო მსგავსი შემოსავლების მქონე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე შედარებით უფრო მაღალია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის 59% ცხოვრობს...

საქართველოს სახელმწიფო ვალი - ყველაზე მაღალ ნიშნულზე 2004 წლის შემდეგ

30 დეკ 2019კვირის გრაფიკი

საქართველოს სახელმწიფო ვალი მშპ-სთან მიმართებაში ბოლო 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 14 პროცენტული პუნტქით გაიზარდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით მოსალოდნელია, რომ 2019 წლის...