00:01 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ფონიჭალაში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე გაიხსნა
ორი წლის განმავლობაში, დედაქალაქში არსებული ავტოპარკი 347 ავტობუსით განახლდა, რომლის რიცხვი წლის ბოლომდე 453-ს მიაღწევს

სიახლეები

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა და „ეკოსერვის ჯგუფმა“ ორი წლის განმავლობაში მასშტაბური სამუშაოები განახორციელა

 

თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურმა ორი წლის განმავლობაში გამწვანების მასშტაბური სამუშაოებისა და სკვერების მოწყობის პარალელურად, სხვადასხვა კანონპროექტები და გარემოს დაცვის სფეროსთვის განკუთვნილი მნიშვნელოვანი დოკუმენტები შექმნა.

ამ ხნის განმავლობაში რეაბილიტაცია ჩაუტარდა გოძიაშვილის სახელობის პარკს, წურწუმიას ქ. N4-ში მდებარე სკვერს, გაბრიელ სალოსის N47-49-ს შორის არსებულ და გლდანის მე-6 მ/რ რაიონში N7-20 კორპუსებს შორის მდებარე სკვერს. ამჟამად მიმდინარეობს ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკის რეაბილიტაცია, ვარკეთილი 3-ის დასახლების, III /-ში, N325 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერის აღდგენა-რეაბილიტაცია და სრულდება ორხევის დასახლებაში არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები. გარდა ამისა, დაგეგმილია ვაკის პარკის სრული რეაბილიტაცია.

მსხვილი პროექტების პარალელურად, ორი წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა სხვადასხვა თარგების, ვერტიკალური კედლებისა და შადრევნების რეაბილიტაცია.

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურისა და „ეკოსერვის ჯგუფის“ მიერ განხორციელებული სამუშაოების ფარგლებში 2018 წელს 11 000 კვ.მ. ბეტონის გზაგამყოფი კუნძულები გამწვანებამ ჩაანაცვლა; 97 000 კვ. მ ფართობზე არსებულ გზაგამყოფ კუნძულებზე მოეწყო სარწყავი სისტემა და  დაიგო ბალახი;  დაირგო სხვადასხვა სახეობის 7000-მდე ბუჩქი; დაირგო 12 000 მერქნიანი მცენარე, აქედან 6000 ძირი დიდტანოვანი, 3 მეტრზე მაღალი, 23 სახეობის ხეა; შეიწამლა  120 000 მერქნიანი მცენარე; რუსთაველის გამზირზე ჩანაცვლდა მწვანე საფარი,  მერქნიანი მცენარეები და ბუჩქები; მოწესრიგდა სარწყავი სისტემა და შეკეთდა ორი შადრევანი; ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ თარგებში 2500-მდე ბუჩქი დაირგო, დაიგო ბალახი და მოწესრიგდა სარწყავი სისტემა; აღმაშენებლის გამზირზე კატალპების ნაცვლად 180 ძირი, 6-მეტრიანი მინდვრის ნეკერჩხლები დაირგო; შემუშავდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სატყეო ფართობების ინვენტარიზაციისა და მართვის გეგმის პროექტი და 1984 წლის შემდეგ პირველად, 12 000-მდე ჰექტარ ფართობზე განხორციელდა ტყის ინვენტარიზაცია.

2019 წლის ბოლომდე დაირგვება 12 000-მდე ძირი ხე და 8 000-ზე მეტი ბუჩქი; 4500 კვადრატულ მეტრ ფართობზე არსებულ გზაგამყოფ კუნძულებზე მოეწყო სარწყავი სისტემა და ჰიდროთესვის პრინციპით დაითესა ბალახი; 100 500 კვ. მ. ფართობზე ჰიდროთესვის პრინციპით  დაითესა ბალახი; 15 000 კვ. მ. ფართობზე დაიგო ბალახი; 11 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა ნიადაგის მულჩირების სამუშაოები. წლის ბოლომდე ნიადაგის მულჩირება 15 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდება; სანიტარიული ჭრის ფარგლებში, მოიჭრა 27 000 ძირი  ხმობადი და დაავადებული ხე; ხმობადი და დაავადებული ფიჭვების სანაცვლოდ, დაირგო 5000 ძირი ხე; 196 ადგილზე ჩატარდა ფიტოსანიტარიული კვლევა და წამლობა. შეიწამლა 120 000 მწვანე ნარგავი; კუს ტბის მიმდებარედ 6,9 ჰექტარ ფართობზე დაირგო სხვადასხვა სახეობის 7600 ნერგი; გამწვანებულ თარგებში მიმდინარეობს სარწყავი სისტემის დამონტაჟება; ამ დრომდე შეთანხმებულია 355 დენდროლოგიური პროექტი.

2018 წლიდან სავალდებულო გახდა გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მონაწილეობა განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებისა და მშენებლობის ნებართვის მიღების პროცესში; მომზადდა ამტვერებად მასალებზე  ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა უკვე მიიღო; მთელი რიგი სამუშაოები განხორციელდა ნარჩენების მართვის მიმართულებით კერძოდ, დაწყებულია მუნიციპალური ნარჩენების მართვის 10-წლიანი სტრატეგიის  შემუშავება; დამტკიცდა ნარჩენების მართვის  5-წლიანი სამოქმედო გეგმა; დაიწყო ნარჩენების სეპარაციის პროექტი, რომლის ფარგლებში განთავსდა სეპარაციის სტენდები.

ამ დროისთვის საერთაშორისო თანამშრომლობით ხორციელდება და მიმდინარეობს არაერთი პროექტი, მათ შორის კუს ტბისა და მთაწმინდის დამაკავშირებელი  ბილიკის განახლება-მოწყობა და 20 ჰექტრამდე  ხელოვნური ტყეების ბუნებრივ ტყეებად გარდაქმნა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში საშუალო განათლების ხარისხი გაუარესდა!

9 დეკ 2019კვირის გრაფიკი

გასულ კვირას გამოქვეყნებული ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის კვლევების მიხედვით, ქართველ მოსწავლეთა საშუალო შეფასება გაუარესდა. ე.წ პიზას კვლევების მიხედვით...

რამდენად მაღალია ქართველი მამაკაცი?

2 დეკ 2019კვირის გრაფიკი

მამაკაცის საშუალო სიმაღლით საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის 44-ე ადგილზეა. “WorldData”-ს მონაცემების მიხედვით საქართველოში მამაკაცის საშუალო სიმაღლე შეადგენს 175 სმ-ს, რაც აღემატება...

ბევრი მოხუცი, ცოტა ახალგაზრდა - საქართველოს დემოგრაფიული თავსატეხი

25 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველო სერიოზული დემოგრაფიული პრობლემის წინაშეა. ის რომ ბოლო 30 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა ყველასთვის ცნობილია. თუმცა, მთავარი პრობლემა მდგომარეობს...

პოპულარული

 მსოფლიოს 15 უმსხვილესი კომპანია

მსოფლიოს 15 უმსხვილესი კომპანია

18 ნოემბერი, 2019კვირის გრაფიკი

რამდენად მაღალია ქართველი მამაკაცი?

რამდენად მაღალია ქართველი მამაკაცი?

2 დეკემბერი, 2019კვირის გრაფიკი