23:11 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
იუსტიციის მინისტრმა ნოტარიუსთა პალატის ახალი ოფისის მშენებლობა დაათვალიერა
არჩილ თალაკვაძე: ხელისუფლება აიღებს პასუხისმგებლობას რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, თავისუფლად და სამართლიანად

სიახლეები

თეა წულუკიანი მნიშვნელოვანი ვიზიტით ჰააგაში გაემგზავრა

იცეპრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, დელეგაციასთან ერთად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრ სახელმწიფოთა მე-18 ასამბლეაზე მონაწილეობის მისაღებად ჰააგაში გაემგზავრა.

ვიზიტის მთავარი მიზანია საქართველოს სახელით ჰააგის სასამართლოს წევრი სახელმწიფოების წინაშე განაცხადის გაკეთება იმის შესახებ, რომ საქართველო 2020 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს წარადგენს.

კერძოდ, 2020 წლის დეკემბერში, ჰააგის სასამართლოს წევრ სახელმწიფოთა მე-19 ასამბლეის ფარგლებში, რომელშიც 123 სახელმწიფო მიიღებს მონაწილეობას, 6 ვაკანტურ ადგილზე მოსამართლეები სხვადასხვა რეგიონიდან აირჩევიან. მათ შორის, ერთი მოსამართლე აირჩევა აღმოსავლეთ ევროპიდან, რადგან ვადა ეწურება ამ რეგიონიდან არჩეულ ჩეხ მოსამართლეს. საქართველო სწორედ აღნიშნულ პოზიციაზე წარადგენს კანდიდატს, რომლის შესარჩევად ეროვნულ დონეზე ჩატარდება კონკურსი რომის სტატუტისა და ასამბლეის რეზოლუციის მოთხოვნების სრული დაცვით. საქართველოს გარდა, აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფიდან კანდიდატის დასახელება შეუძლია შემდეგ ქვეყნებს: ალბანეთი, ბოსნია, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, მოლდოვა, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია.

ვიზიტის ფარგლებში, ვიცეპრემიერი შეხვედრებს გამართავს ჰააგის სასამართლოს ხელმძღვანელ თანამდებობის პირებთანაც. იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში არიან იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე და იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში საშუალო განათლების ხარისხი გაუარესდა!

9 დეკ 2019კვირის გრაფიკი

გასულ კვირას გამოქვეყნებული ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის კვლევების მიხედვით, ქართველ მოსწავლეთა საშუალო შეფასება გაუარესდა. ე.წ პიზას კვლევების მიხედვით...

რამდენად მაღალია ქართველი მამაკაცი?

2 დეკ 2019კვირის გრაფიკი

მამაკაცის საშუალო სიმაღლით საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის 44-ე ადგილზეა. “WorldData”-ს მონაცემების მიხედვით საქართველოში მამაკაცის საშუალო სიმაღლე შეადგენს 175 სმ-ს, რაც აღემატება...

ბევრი მოხუცი, ცოტა ახალგაზრდა - საქართველოს დემოგრაფიული თავსატეხი

25 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველო სერიოზული დემოგრაფიული პრობლემის წინაშეა. ის რომ ბოლო 30 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა ყველასთვის ცნობილია. თუმცა, მთავარი პრობლემა მდგომარეობს...

პოპულარული

 მსოფლიოს 15 უმსხვილესი კომპანია

მსოფლიოს 15 უმსხვილესი კომპანია

18 ნოემბერი, 2019კვირის გრაფიკი

რამდენად მაღალია ქართველი მამაკაცი?

რამდენად მაღალია ქართველი მამაკაცი?

2 დეკემბერი, 2019კვირის გრაფიკი