17:27 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
თბილისში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ვენეციის კომისიის ორგანიზებით, ორდღიანი რეგიონული საპარლამენტო კონფერენცია გაიხსნა
ირაკლი კობახიძე: „შეხვედრას ჰქონდა კონკრეტული შედეგი, ოპოზიცია ისინი დარწმუნდნენ გერმანული მოდელის შეუსაბამობაში“

სიახლეები

გიორგი მოსიძე ბალტიის ასამბლეის ყოველწლიური მედლით დაჯილდოვდა

28-29 ნოემბერს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ბალტიის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 38-ე სესია გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიორგი მოსიძემ მიიღო მონაწილეობა.

 

ბალტიის ასამბლეის ყოველწლიური დაჯილდოების  ცერემონიაზე, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეასა და ბალტიის ასამბლეას შორის თანამშრომლობის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის, გიორგი მოსიძე ბალტიის ასამბლეის სპეციალური მედლით დაჯილდოვდა. ბალტიის ასამბლეა ყოველწლიურად ანიჭებს სპეციალურ ჯილდოებს ლიტერატურის, ხელოვნების, მეცნიერებისა და გამომგონებლობის სფეროებში, აგრეთვე ბალტიისპირეთთან მჭიდრო თანამშრომლობის დარგში.

 

სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის სახელით გამოსვლისას, გიორგი მოსიძემ ისაუბრა საქართველოს მიერ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადადგმულ ნაბიჯებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ ქმედებებზე, რაც  საფრთხეს უქმნის  რეგიონის სტაბილურობასა და განვითარების შესაძლებლობას, აგრეთვე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების საკითხზე. 

 

გიორგი მოსიძემ ხაზი გაუსვა სუამ-ის წევრ ქვეყნებსა და ბალტიისპირეთის სამ სახელმწიფოს შორის მჭიდრო, კოორდინირებულ და შედეგზე ორიენტირებულ საპარლამენტო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

 

ბალტიის საპარლამენტო ასამბლეის 38-ე სესიაზე დელეგატებს სიტყვით მიმართეს ლიტვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების თავმჯდომარეებმა, ბენელუქსის, სკანდინავიისა და შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეების წარმომადგენლებმა. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველო და კორონავირუსის ტესტის პოზიტიურობა

1 ივნ 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსის პოზიტიურობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. პოზიტიურობის მაჩვენებელი არის შეფარდება ინფიცირებულთა რიცხვსა და...

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...