04:20 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
თბილისის ზოოპარკს 13 ცხოველი შეემატა
თბილისში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ვენეციის კომისიის ორგანიზებით, ორდღიანი რეგიონული საპარლამენტო კონფერენცია გაიხსნა

სიახლეები

ეროვნულმა ბანკმა და Child and Youth Finance International-მა პროექტის "სკოლა-ბანკი" შესახებ პუბლიკაცია მოამზადეს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და ბავშვთა და ახალგაზრდების ფინანსური განათლების მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციამ Child and Youth Finance International (CYFI) პროექტის "სკოლა-ბანკი" ქართული მოდელის დანერგვის შესახებ სიტუაციური ანალიზი გამოაქვეყნეს. აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების სიტუაციური ანალიზი, პირველად სწორედ საქართველოს მაგალითზე მომზადდა.

პუბლიკაციის მიზანია საერთაშორისო მასშტაბით დაინტერესებულ მხარეებს, განსაკუთრებით კი ფინანსური სისტემის ზედამხედველებს, განათლების სამინისტროებსა და კომერციულ ბანკებს, საქართველოში "სკოლა-ბანკის" მოდელის დანერგვასთან დაკავშირებული გამოცდილება გააცნოს. ნაშრომი მარტივი ენითაა შედგენილი და მოიცავს ყველა იმ პრაქტიკულ ინფორმაციას, რაც დაინტერესებულ მხარეებს სხვა ქვეყნებიდან "სკოლა-ბანკის" ადგილობრივ ბაზარზე წარმატებით დანერგვაში დაეხმარება.

"სკოლა-ბანკი", რომელიც ამ ეტაპზე 10-მდე ქვეყანაში ინერგება, მიზნად ისახავს ახალგაზრდების ფინანსური განათლებისა და ჩართულობის ამაღლებას, რაც, ერთი მხრივ, მათთვის სასკოლო გაკვეთილების ფორმატში ფინანსური საკითხების შესახებ ცოდნის გადაცემას, მეორე მხრივ კი - ფინანსური ორგანიზაციების მიერ ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული ფინანსური პროდუქტების განვითარებას გულისხმობს.

"სკოლა-ბანკის" კონცეფცია CYFI-მ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ ჯერ კიდევ 2005 წელს გამოცემული რეკომენდაციის საფუძველზე განავითარა, რომლის მიხედვითაც OECD ყველა ქვეყანას ურჩევს, ფინანსური განათლება სასკოლო განათლების ნაწილი მაქსიმალურად ადრეული ასაკიდან გახდეს.

პროექტის "სკოლა-ბანკი" საქართველოში დანერგვა 2016 წელს ეტაპობრივად, ეროვნული ბანკისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კოორდინაციით დაიწყო, და ის სს "საქართველოს ბანკისა" და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, ასევე, კერძო და საჯარო სკოლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა კომერციული ბანკების ჩართულობით გაგრძელდა. პროექტის ფარგლებში ეროვნული ბანკი 2017 წლიდან სისტემატიურად ახორციელებს პედაგოგების გადამზადებას, 2018 წელს კი ISET-ის კვლევით ცენტრთან და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით პროგრამის პილოტის შედეგების პრეზენტაცია და ფინანსური განათლების სასკოლო პროგრამების ეფექტიანობის თემაზე მრგვალი მაგიდის დისკუსია გაიმართა. ამ ეტაპისთვის, "სკოლა-ბანკის" ფარგლებში გადამზადებულია 600-მდე მოსწავლე და 80-მდე პედაგოგი.

"ეროვნული ბანკისთვის ახალგაზრდების ფინანსურ განათლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, ისე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რათა ფინანსური განათლება საქართველოში მცხოვრები ყველა ბავშვისთვის მრავალმხრივ ხელმისაწვდომი გახდეს. ჩვენ ვამაყობთ და მოხარულები ვართ, რომ CYFI-მ სწორედ საქართველოს "სკოლა-ბანკის" მოდელი შეარჩია საერთაშორისო პუბლიკაციის მოსამზადებლად და სხვა ქვეყნებისთვის გამოცდილების გასაზიარებლად. ეს მიანიშნებს, რომ ფინანსური განათლების მიმართულებით სწორ ნაბიჯებს ვდგამთ. ამავდროულად, ვაგრძელებთ მუშაობას არსებული გამოწვევების შესასწავლად, საპასუხო ნაბიჯების გასავითარებლად და "სკოლა-ბანკის" შედეგების გასაუმჯობესებლად" - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

21 სექტემბერი, 2020კვირის გრაფიკი

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი